
6 მაისიდან 24 ივნისის ჩათვლით, ნუტრიკოსმეტიკა “ვიადერმის” ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე რუბრიკა “ლაშა უჩავას რჩევები” მიმდინარეობდა. რუბრიკას ენდოკრონოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა უძღვებოდა.
ექიმი ყოველ ოთხშაბათას, საღამოს 7 საათზე ონლაინ ერთვებოდა და ვიადერმის ფეისბუქის აუდიტორიას ესაუბრებოდა სილამაზისა და ჯანმრთელობის შესახებ, თუ როგორ ვიკვებოთ სწორად, მოვუაროთ სხეულს, შევინარჩუნოთ ფორმა, გავიუმჯობესოთ კანის, თმის და ფრჩხილების სტრუქტურა.
მაყურებელს საშუალება ჰქონდა, პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდში, ენდოკრინოლოგთან ონლაინ რეჟიმში გაევლო კონსულტაცია – ლაშა უჩავა ამომწურავად პასუხობდა ყველა შემოსულ შეკითხვას.
პროექტის ფარგლებში განხორციელდა 8 ლაივ ჩართვა შემდეგ თემებზე:
1.ჯანსაღი კვების გავლენა კანის სტრუქტურაზე
2. ფარისებრი ჯირკვლის გავლენა სილამაზეზე
3. თუთიისა და სილიციუმის როლი მეტაბოლურ პროცესებში
4. D ვიტამინი, მეტაბოლიზმი და ჭარბი წონა
5. ჯანსაღი კვება VS “დიეტები”
6. ჰორმონალური სილამაზე
7. კვების რაციონი ზაფხულის სეზონზე
8. ლაშა უჩავას ექსკლუზიური დიეტა ვიადერმისთვის