ვინ ვართ ჩვენ?
“არტფარმაში” ჩვენ კარგად გვესმის, რომ ჯანმრთელობის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია და სწორედ ამიტომ, ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას უმაღლესი ხარისხის ევროპული და ამერიკული OTC პრეპარატებისა და საკვები დანამატების საქართველოში დამკვიდრება წარმოადგენს.
კომპანიაში მუდმივად ვზრუნავთ ახალი, ინოვაციური პროექტების დანერგვაზე, რათა ვიყოთ გამორჩეულები ფარმაცევტულ ბაზარზე და მომხმარებელს შევთავაზოთ ჩვენი ორი ძირითადი ხაზის, სილამაზისა და ჯანმრთელობის მიმართულებით საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია და აქციები.
ჩვენი მისია/მიზანი
ჩვენი მიზანია, საქართველოში დავიმკვიდროთ ნდობით აღჭურვილი ფარმაცევტული კომპანიის სახელი, გავზარდოთ თერაპიული უსაფრთხოების სტანდარტები და გავხადოთ უმაღლესი ხარისხის მედიკამენტები ყველასთვის ხელმისაწვდომი.
კომპანიის განვითარება ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს: პაციენტზე ორიენტირებულობა, პროდუქციის ხარისხი და გუნდის პროფესიონალიზმი.
“არტფარმას” სტრატეგია მოიცავს ჯანრმთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის შექმნასა და დამკვიდრებას, ის ირგებს ერთგვარი მედიატორის როლს მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებსა და ქართველ მომხმარებლებს შორის.
ჩვენი გუნდი
“არტფარმას” მთავარ ღირებულებას პროფესიონალი და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლების გუნდი წარმოადგენს. მუდმივი გადამზადება, სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში აქტიური ჩართულობა, მჭიდრო თანამშრომლობა და კონსულტაციები ადგილობრივ და საერთაშორისო წამყვან სპეციალისტებთან – ჩვენს გუნდს აცნობს სამედიცინო სფეროს თანამედროვე ტენდენციებს და ეხმარება ბაზარზე არსებული მოთხოვნილებების ზუსტ იდენტიფიცირებაში.
სოციალური პასუხისმგებლობა
“არტფარმა” წლების განმავლობაში აქტიურად უწყობს ხელს საქართველოში ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და პრევენციის კულტურის დამკვიდრებას, არამხოლოდ საკუთარი მედიკამენტების, არამედ მრავალფეროვანი პროექტების საშუალებით, რომლებიც კომპანიის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას წარმოადგენს.
სილამაზე და ჯანმრთელობა – ეს არის “არტფარმას” სოციალური კამპანიების ძირითადი მიმართულებები.