პროენზი
მოძრაობა ტკივილის გარეშე!
წარმოადგენს თანამედროვე უნიკალურ ოსტეოკომპლექსს ქონდროპროტექტორთან კომბინაციაში, რომელიც უზრუნველყოფს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სიმტკიცეს, ჯანმრთელობასა და თავისუფალ მოძრაობას.
პროენზი ლედი შექმნილია ქალბატონებისთვის. რეკომენდებულია მენოპაუზისა და პოსტმენოპაუზურ პერიოდში ოსტეოპოროზის პრევენციისა და მკურნალობისთვის.
- ეფექტიანად აღადგენს ორგანიზმში განვითარებულ კალციუმის დეფიციტს
- აუმჯობესებს ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციას
- იცავს ორგანიზმს ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების განვითარებისაგან
- აუმჯობესებს მოძრაობას
პროენზი ლედი / Proenzi Lady
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): drug
- კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
- მწარმოებელი კომპანია:Walmark
- მწარმოებელი ქვეყანა:ჩეხეთი
- გამოშვების ფორმა:ტაბლეტი #30
- გაცემის რეჟიმი:III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა
1 ტაბლები შეიცავს
გლუკოზამინის სულფატი (გლუკოზამინის სულფატი კალიუმის ქლორიდის სახით) – 750 მგ, Boswellia serreta ექსტრაქტი – 30 მგ, ვიტამინი C(L-ascorbic acid) – 6 მგ, OsteoComplex: Ca (Calcium carbonate 428.57 მგ) – 150.00 მგ, ვიტამინი D3 (Cholecalciferol) – 0.0025მგ, ვიტამინი K1 (Phytomenadione) – 0.0375 მგ.
პროენზი ლედი ქალბატონებს სთავაზობს უნიკალურ „ოსტეოკომპლექსს“ ქონდროპროტექტორთან კომბინაციაში, რომელიც ზრუნავს მათი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სიმტკიცეზე, ჯანმრთელობასა და თავისუფალ მოძრაობაზე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
განპირობებულია შემავალი კომპონენტების თვისებებით:
გლუკოზამინის სულფატი – გლუკოზამინი ბუნებაში არსებული ნივთიერებაა, რომელიც აუცილებელია პროტეოგლიკანების, მუკოპოლისაქარიდების და ჰიალურონის მჟავას პროდუქციისათვის. ყველა ეს კომპონენტი მნიშვნელოვანია სასახსრე ხრტილის, მყესებისა და სინოვიური სითხის სინთეზისათვის.
Boswellia serreta ექსტრაქტი – ბოსველიის ექსტრაქტი გვხვდება „უნანის“ და „აიურვედას“ უძველეს ინდურ რეცეპტებში, როგორც სახსრების ტკივილის სამკურნალო საშუალება, რომელსაც არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.
ვიტამინი C-ს ანტიოქსიდაციური მოქმედება იცავს ხრტილს დამაზიანებელი ფაქტორების ზეგავლენისაგან, აუცილებელია სასახსრე ხრტილის სინთეზისათვის. ქონდროციტის დაბალი ანტიოქსიდაციური სტატუსი კორელაციაშია მის დაზიანების ხარისხთან. მისი მიღება ამცირებს ოსტეოართრიტის განვითარების ალბათობას (პირველადი პრევენცია), ხოლო არსებული დაავადების შემთხვევაში ამცირებს სიმპტომების გამოხატულებას (მეორეული პრევენცია).
OsteoComplex – უნიკალური კომბინაცია OsteoComplex, რომელიც შეიცავს კალციუმს, ვიტამინ D3-ს და ვიტამინ K1-ს. გათვლილია ძვლოვანი ქსოვილის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ვიტამინი D – C და D ვიტამინი ჩართულია ხრტილის მეტაბოლიზმში. C და D ვიტამინების ნაკლებობისას ოსტეოართრიტის პროგრესის რისკი იზრდება 3-ჯერ. Framingham-ის კვლევით დადასტურდა, რომ D ვიტამინის დაბალი პლაზმური კონცენტრაცია ზრდის ოსტეოართრიტის პროგრესის რისკს.
კალციუმი – მნიშვნელოვანი მინერალია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ძვლის და კბილების ემალის ფორმირებაში. მიუხედავად იმისა, რომ მისი უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია ძვლებში, ის გარკვეული რაოდენობითაა სისხლშიც, სადაც აუცილებელია საკვები ნივთიერებების გადატანისთვის, სისხლის შედედებისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემის ჰორმონების სინთეზისთვის, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის აქტივობისთვის.
ვიტამინი K – ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციას. ამცირებს ოსტეოპოროზისა და ოსტეოპენიის განვითარების რისკს.
ჩვენებები
ოსტეოართრიტი; ოსტეოქონდროზი; ოსტეოპოროზი (წამლისმიერი, პოსტმენოპაუზური); ბურსიტები; სპონდილოართროზი; ქონდროპათიები; ტრავმისა და მოტეხილობების შემდგომი აღდგენის პერიოდი; სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები; კალციუმისა და ვიტამინ D3-ის დეფიციტი ორგანიზმში;
სწრაფად ხსნის ტკივილს, აუმჯობესებს მუხლის სახსარში მოძრაობას, ზრდის სიარულის დისტანციას.
გვერდითი მოვლენები
არ ახასიათებს
ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან
ასას-თან კომბინაციაში ახდენს მათი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის გაზრდას.
ორსულობა და ლაქტაცია
მიუხედავად იმისა რომ ცალკეული კომპონენტები უსაფრთხოა ორსულობისას, გამოიყენება სიფრთხილით, ექიმის რეკომენდაციით.
მიღების წესი და დოზირება
1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ 2-3 თვის განმავლობაში.
მიღება რეკომენდებულია 2-3 თვე. კურსის გამეორება რეკომენდებულია წელიწადში 2-3-ჯერ, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა კურსის სიხშირის გაზრდა.
სიფრთხილის ზომები
ბავშვთა ასაკი.
შეფუთვა
ტაბლეტი #30, საკვები დანამატი
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.
პროენზი ლედი
პროენზი გელი / Proenzi Gel
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): drug
- კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:ბიოლოგიურად აქტიური დანამატები ანთების საწინააღმდეგო საშუალებები
- მწარმოებელი კომპანია:Walmark
- მწარმოებელი ქვეყანა:ჩეხეთი
- გამოშვების ფორმა:100მლ გელი ტუბი #1
- გაცემის რეჟიმი:III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა
გლუკოზამინის სულფატი, მსმ (მეთილსულფონილმეთანი), ბოსველიის ექსტრაქტი, მენთოლი, ქაფური, მეთილსალიცილატი, ღვიის ზეთი, ევკალიპტის ზეთი, კარბომერი, სალიცილატი, სკიპიდარი, ჰექტორიტი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება
პროენზი გელი –კომბინირებული სწრაფად შეწოვადი გელი. წარმოდგენილია სამი უნიკალური აქტიური ნივთიერების კომბინაციით. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და სწრაფი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, ეხმარება კუნთების მოდუნებაში და ვარჯიშის უკეთ ატანას. გელის ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ძლიერდება ფიზიო პროცედურების გამოყენების დროს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
გლუკოზამინი – წარმოადგენს ამინოსაქარიდს – საჭიროა ხრტილების, იოგების, მყესების, შემაერთებელი ქსოვილისა და სინოვიური სითხის ფორმირებისთვის. მეთილსულფონილმეთანი (გოგირდი) – ბუნებრივი წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებაა, რომელიც აუცილებელია კოლაგენის, ხრტილის და ძვლოვანი სტრუქტურის სწორი ფორმირებისათვის. მსმ-ი მნიშვნელოვნად აძლიერებს პრეპარატის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მოქმედებას, ხელს უწყობს ტოქსინების გამოყოფას ორგანიზმიდან, გააჩნია ძლიერი ანთებისსაწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ბოსველიის ექსტრაქტს ახასიათებს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. აბლოკირებს ლეიკოტრიენების სინთეზს. ასას-გან განსხვავებით ბოსველიას არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, რომლებიც თან ახლავს ასას-ს გამოყენებას (ალერგია და ჭინჭრის ციება).
მეთილსალიცილატს ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ის არასელექციურად აინჰიბირებს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას და ამცირებს პროსტაგლანდინების წარმოქმნას. მეთილსალიცილატი აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ამცირებს მომატებულ კაპილარულ განვლადობას, ამცირებს ინფილტრატს და შეშუპებულ ქსოვილებს.
მენთოლი – ადგილობრივი გამაღიზიანებელი საშუალება, რომელსაც ახასიათებს ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით. ქაფურა – ხასიათდება ადგილობრივი გამაღიზიანებელი, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და ანალგეტიკური მოქმედებით. რეფლექტორულად აუმჯობესებს ორგანოებისა და ქსოვილების ტროფიკას.
ღვიის ზეთს გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური მოქმედება, ვიტამინიზაციის და რეგენერაციის ეფექტი.
ევკალიპტის ზეთი – ახასიათებს ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
სკიპიდარი – მეათილსალიცილატთან კომბინაციაში აქვს გამახურებელი და ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.
კარბომერი – შემავსებელი ნივთიერება სითხის შემაკავებელი, დამატენიანებელი ეფექტით.
ჰექტორიტი-მინერალური შემავსებელი.
ჩვენებები
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები (სახსროვანი სინდრომი პოდაგრის გამწვავებისას, რევმატოიდული და ფსორიაზული ართრიტი, სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი, ოსტეოქონდროზი, იოგების, მყესების ანთებითი დაზიანება), ტრავმები, მიალგია, ლუმბაგო, იშიაზი, ბურსიტი.
გამახურებელი მასაჟი სპორტული დატვირთვის წინ.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა შემავალი კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაცია. არ გამოიყენება ღია ჭრილობებზე.
გვერდითი ეფექტები
უმნიშვნელო ალერგიული რექციები, ქავილი, გამონაყარი, კანის სიწითლე
დოზირება
ადგილობრივად დაიტანება მტკივნეულ ადგილებზე და მსუბუქად შეიზილება მასაჟის სახით 1-2 ჯერ დღეში.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ