2018 წლის 14 ნოემბერს „დიაბეტის მსოფლიო დღე” თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურმა კლინიკამ და ბავშვების საყვარელმა ბრენდმა „მარსიანჩიკმა“ ტრადიციული ღონისძიება გამართეს დიაბეტიანი ბავშვებისთვის. ღონისძიებას ესწრებოდნენ:
- ზურაბ ვადაჭკორია – თსსუ-ის რექტორი, პროფესორი
- ლია ძიძიგური – გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი
- მარინა გორდელაძე – ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი
- ეკატერინე ფაცაცია – კლინიკის ენდოკრინოლოგიური სამსახურის უფროსი
- გვანცა გასვიანი – დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამის კოორდინატორი
- თენგიზ კვირტია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
- საქართველოს დიაბეტის ფედერაციის თავმჯდომარე – რამაზ ყურაშვილი
- საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი – გიორგი კეკელიძე
სტუმრებმა სიტყვით მიმართეს ბავშვებსა და მათ მშობლებს. ისაუბრეს დიაბეტის მნიშვნელობასა და ცხოვრების წესზე.
ბავშვების გართობაზე და ამაღლებულ განწყობაზე „მარსიანჩიკები“ ზრუნავდნენ. კომპანია „არტფარმამ” მათ საჩუქრები და ტკბილეული გადასცა.