walmark 10 tslis

ჯანმრთელობაზე ზრუნვა დღეს თითოეული ჩვენგანის ბუნებრივი საჭიროებაა. 21-ე საუკუნეში სულ უფრო  მეტი და მეტი  ადამიანი ხვდება, რომ საკუთარი ორგანიზმისთვის  ყურადღების მიქცევა არა მხოლოდ სურვილი, არამედ სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკა და  სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაა. იმისთვის, რომ ორგანიზმმა სწორად შეძლოს ფუნქციონირება, აუცილებელია  ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორი კვება და  ფიზიკური აქტივობა, რაც თანამედროვე მობილურ ცხოვრებაში საკმაოდ რთულია და სწორედ აქ ჩნდება  დამატებითი მხარდაჭერის  აუცილებელობა საკვები დანამატებისა და ვიტამინების სახით.

 Walmark მსოფლიოში წამყვანი ფარმაცევტული ბრენდია, რომელიც OTC პრეპარატებისა და საკვები დანამატების წარმოების მიმართულებით #1 ადგილს იკავებს ევროპაში –  30 წელია მთელს მსოფლიოში 50-ზე მეტ ქვეყანაში, 650-ზე მეტი პროდუქტით – ზრუნავს მილიონობით ოჯახის ჯანმრთელობაზე. Walmark-ის პროდუქციის უსაფრთხოება და სანდოობა უზრუნველყოფილია ყოველი საფეხურის ზედმიწევნითი კონტროლით – შემუშავებიდან და წარმოებიდან დაწყებული, შენახვა-დისტრიბუციით დასრულებული. საკვები დანამატები იწარმოება HACCP სისტემის (Hazard Analysis and Critical Control Points) მიხედვით, რაც უზრუნველყოფს უმაღლეს ხარისხსა და უსაფრთხოებას.  სამედიცინო მოწყობილობები სერტიფიცირებულია სტანდარტით ISO 13485:2016, რაც ადასტურებს მათ უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას. ყველა პროცესი შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს GMP და GDP, რაც ამტკიცებს წარმოების სანდოობას.

ბრენდი ყოველწლიურად გადის დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ინსპექციას. რაც ადასტურებს Walmark-ის პროდუქციის შესაბამისობას, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან.

2019 წლიდან Walmark  შეუერთდა მსოფლიოში ცნობილ, გერმანულ ფარმაცევტულ კომპანია „STADA” ჯგუფს რის შემდეგაც, კიდევ მეტად გაძლიერდა და  გახდა გლობალური ფარმაცევტული ძალის ნაწილი, რომელიც ოპერირებს 100-ზე მეტ ქვეყანაში, აერთიანებს ასობით წამყვან ბრენდს მთელს მსოფლიოში და უკვე 130 წელია ზრუნავს ადამიანების ჯანმრთელობაზე, მუდმივად ზრდის ინვესტიციებს კვლევებსა და ხარისხის კონტროლში.

საქართველოში Walmark 2014 წელს დაარსდა.  ის არის პირველი საერთაშორისო ბრენდი, რომელმაც ფარმაცევტულ სექტორში წარმოადგინა საკვები დანამატების კატეგორია და ამით ხელი შეუწყო ჯანმრთელობის პრევენციის კულტურას. მოიცავს 50-მდე სახეობის პროდუქტს, მათ შორის ისეთ პოპულარულ ბრენდებს, როგორიცაა ვიტაფეროლი, ვიტრუმი, მარსიანჩიკი, ბიოპრონი, ართროსტოპი, ვიადერმი, ვარიქსინალი და სხვა.  განხორციელებული აქვს არაერთი საგანმანათლებლო კამპანია ექიმებისა და ფარმაცევტების ჩართულობით და ემსახურება ერთადერთ მიზანს, იზრუნოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ხელი შეუწყოს საზოგადოებაში დაავადებების პროფილაქტიკის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და რაც მთავარია,  თითოეული პროდუქტის ეფექტურობა დადასტურებულია მომხმარებელთა ნდობით, რომლებიც წლებია, ოჯახის თითოეული წევრის ჯანმრთელობისთვის ირჩევენ “Walmark” -ს  ვალმარკს!

Walmark  – ხარისხი, რომელიც შემოწმებულია დროში და აღიარებულია მთელს მსოფლიოში!