ვიტრუმ ვიტალიტი 50+
ჯანსაღი ცხოვრებისთვის
სპეციალურად 50 წელს ზევით პირებისთვის შექმნილი ფორმულა გამდიდრებული ჟენშენის ექსტრაქტით, DMAE-თი, 11 ვიტამინითა და 4 მინერალით.
მხოლოდ 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში:
- აუმჯობესებს გუნება-განწყობას, მეხსიერებას, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარს
- აფერხებს დაბერების პროცესს, უნარჩუნებს კანს ახალგაზრდობას და ორგანიზმს ტონუსს
- ამდიდრებს ორგანიზმს ჟანგბადით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნუტრიენტებით – აუმჯობესებს სიცოცხლისუნარიანობას და შრომისუნარიანობას
- დადებითად მოქმედებს ერექციული ფუნქციების შენარჩუნებაზე
- აფერხებს ასაკის მატებით გამოწვეული დაავადებების განვითარების რისკს
რეკომენდებულია 50 წლიდან!
ვიტრუმ ვიტალიტი 50+
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
გამოშვების ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები, მასით 1400მგ. №30 ტაბლეტი ფლაკონში. 1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შემადგენლობა:
** – არ აღემატება მოხმარების დასაშვებ ზედა ზღვარს.
დამატებითი კომპონენტები: ანტიადჰეზიური აგენტი ცელულოზა, ტაბლეტის გარსი (AquaPolish® F ფორთოხლისფერი 034,17 (სტაბილიზატორი ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ანტიადჰეზიური აგენტი ჰიდროქსიპროპილცელულოზა, შემასქელებელი გლიცერინი, ანტიადჰეზიური აგენტი ტალკი, საღებავი ტიტანის დიოქსიდი, საღებავები რკინის ოქსიდები და რკინის ჰიდროქსიდები), საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, სტეარინის მჟავის მაგნიუმის მარილის ანტიადჰეზიური აგენტი, სილიციუმის დიოქსიდის ანტიადჰეზიუტი აგენტი.
გამოყენების სფერო: ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი – ვიტამინების A, C, B1, B2, B3 (PP), B5, B6, B12, D3, E, ფოლიუმის მჟავის დამატებითი წყარო, გინსენოზიდები, მინერალები: თუთია, მანგანუმი, სპილენძი, კალციუმი, შეიცავს დიმეთილეთანოლს.
რეალიზაციის პირობები: მოსახლეობაში. რეალიზაციის ადგილი განისაზღვრება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ნაციონალური კანონმდებლობით.
ვიტამინები (ლათ- სიტყვიდან – vita – ცხოვრება) – ეს არის სხვადასხვა დაბალმოლეკულური ორგანული ნაერთები, რომლებიც აუცილებელია ცოცხალ ორგანიზმებში სასიცოცხლო ბიოქიმიური და ფიზიკური პროცესების განსახორციელებლად. ადამიანის და ცხოველის ორგანიზმი არ ასინთეზებს ვიტამინებს ან ასინთეზირებს არასაკმარისი რაოდენობით, ამიტომ მან უნდა მიიღოს ის მზა სახით საჭმელათან ერთად.
ვიტამინების გარდა, ადამიანის რაციონში მცირე დოზებით უნდა არსებობდეს სხვა შეუცვლელი ნივთიერებები – მაკრო და მიკროელემენტები. ისინი მონაწილეობენ ბევრ სასიცოცხლო მეტაბოლურ რეაქციაში, რომელთაგან ზოგიერთი აუცილებელია შესაბამისი ვიტამინების აქტივობის სათანადო დონის უზრუნველსაყოფად.
ცილის, ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების არასაკმარისი მოხმარება იწვევს ორგანიზმის წინააღმდეგობის დაქვეითებას და ადაპტაციას ფიზიკური და ბიოლოგიური გარემო ფაქტორების, მათ შორის ბაქტერიებისა და ვირუსების ზემოქმედებისადმი.
მიკროლემენტები და ვიტამინები ხელს უწყობენ ბუნებრივი იმუნური დაცვის შენარჩუნებას ფიზიკური ბარიერების (კანის/ლორწოვანი გარსის) დაცვით, რითაც მხარს უჭერენ უჯრედულ იმუნურ სისტემას, ასევე ანტისხეულების გამომუშავებას.
ვიტამინო-მინარელების კომპლექსი ვიტრუმ ვიტალიტი 50+ შეიცავს 11 ვიტამინს და 4 მინერალს, ასევე ჟენშენის ფესვის ექსტარაქტს და დიმეთილამინოეტანოლს – ხელს უწყობს სიცოცხლისუნარიანობის, კარგი განწყობისა და შემეცნებითი ფუნქციების შენარჩუნებას და გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები.
ვიტამინები A, C, E ხელს უწყობს ლორწოვანი გარსების ბარიერის ფუნქციის გაუმჯობესებას, ხელს უწყობს იმუნოგლობულინ A-ს და ინტერფერონის გამომუშავებას სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებში, მონაწილეობს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ დაცვაში, რაც იწვევს ბაქტერიების და ვირუსების მიმაგრების დაქვეითებას და შემდგომ ორგანიზმში შეღწევას.
ჟენშენის ექსტრაქტი, როგორც ზოგადი მატონიზირებელი საშუალება, ეხმარება:
- ფიზიკური გამძლეობის გაზრდას (აქვს ადაპტოგენური ეფექტი)
- კონცენტრაცია და მეხსიერების გაუმჯობესებას (ასტიმულირებს ტვინის ფუნქციებს)
- ერექციული ფუნქციის შენარჩუნებას
დიმეთილამინოეთანოლი (DMAE) B ვიტამინის (ქოლინის) ანალოგი და ხელს უწყობს:
- კანის ელასტიურობის შენარჩუნებას
- მეხსიერების შენარჩუნებას
- განწყობისა და ძილის გაუმჯობესებას
ვიტამინი C აუცილებელია კოლაგენისა და კანის შემაერთებელი ქსოვილის ფორმირებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ჭრილობების შეხორცებისთვის. თანამედროვე მონაცემებით, C ვიტამინის მაქსიმალური დღიური დოზის მიღება აუმჯობესებს კოლაგენის ბოჭკოების გამომუშავებას.
ასკორბინის მჟავა ხელს უწყობს ორგანიზმის მიერ რკინის შეწოვას, მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაში, ხელს უშლის სისხლდენას და ღრძილებიდან სისხლდენას, ხელს უწყობს სისხლის თეთრი უჯრედების აქტივობას, უნარჩუნებს მათ ბაქტერიებისგან დამცავ თვისებებს.
ვიტამინი C ანტიოქსიდანტია, რომელიც უზრუნველყოფს ცილების, ლიპიდების, დნმ და რნმ-ის პირდაპირ დაცვას თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან.
ასაკთან ერთად ორგანიზმში ვიტამინინ C-ზე მოთხოვნილება იზრდება – C ვიტამინის დეფიციტის მქონე ადამიანებს ინსულტის რისკი 2,4-ჯერ მეტი აქვთ.
ვიტამინი B1 (თიამინი) ნერვული უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ვიტამინია, რომელიც დადებით გავლენას ახდენს გონებრივ ფუნქციობასა და ჯანმრთელობაზე.
ვიტამინი B3 (ვიტამინი PP, ნიაცინამიდი, ნიაცინი) – ახდენს მარეგულირებელ ზემოქმედებას ნერვული სისტემის ფუნქციურ მდგომარეობაზე, სისხლის მიმოქცევასა და საჭმლის მონელებაზე. ორგანიზმს ეხმარება გაუმკლავდეს სისუსტეს, დეპრესიას, გაღიზიანებას, მოკლე მეხსიერების დაკარგვას და გონება გაფანტულობას. ხანდაზმული ადამიანების უჯრედებს აქვთ მოკლე სასიცოცხლო ციკლი, ჟანგბადის ნაკლებობის გამო, ჟანგბადის დეფიციტის მქონე უჯრედები შეიძლება გააქტიურდეს ნიაცინის მიღებით. ნიაცინი ასევე მონაწილეობს უჯრედული იმუნიტეტის აქტივობის შენარჩუნებაში.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციობის შესანარჩუნებლად, ეხმარება ორგანიზმს გაუმკლავდეს გაღიზიანებას, ძილიანობას, პოლინევრიტებს და ხელს უწყობს კანისა და ლორწოვანი გარსების მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პანტოტენის მჟავა – ზრდის სიცოცხლისუნარიანობას. რეკომენდებულია სტრესისგან დასაცავად და ყურადღების კონცენტრაციის გაზრდისთვის. ხელს უწყობს ცხიმის შემცირებას და ასტიმულირებს მეტაბოლოზმს, რაც ხელს უწყობს ფიგურის შენარცუნებას. პანტოტენის მჟავის ნაკლებობისას ჩნდება დერმატიტები, დეპიგმენტაცია და თმის ცვენა, მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა, გულის, თირკმელების, კუჭისა და ნაწლავების ფუნქციების დარღვევა, მეხსიერების და მხედველობის შესუსტება, გუნება განწყობის ცვლილება, მცირე ბზარები პირის ღრუს კუთხეებში. პანტოტენის მჟავას დეფიციტი განსაკუთრებით საშიშია ხანდაზმულებისთვის, ასევე მათთვის, ვინც იკვებება მაცივარში დიდხანს შენახული ან დაკონსერვებული საკვებით.
ვიტამინი B12 მონაწილეობს ჰემატოპოეზში, ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების გადამუშავებაში. ზრდის შრომისუნარიანობას, აუმჯობესებს მეხსიერებას და კონცენტრაციას, აძლიერებს C ვიტამინის ეფექტს. რადგან ორგანიზმის ვიტამინების შთანთქმის უნარი ასაკთან ერთად მცირდება ვიტამინი B12-ის დეფიციტი ყველაზე ხშირია ხანდაზმულებში.
ფოლიუმის მჟავა საჭიროა ხანდაზმულ ასაკში კოგნიტური შესაძლებლობების და მეხსიერების შესანარჩუნებლად. ფოლიუმის მჟავას დეფიციტის დროს აღინიშნება დაღლილობა, დეპრესია, შიშის გრძნობა, ძილი დარღვევა.
გამოყენების რეკომენდაციები: – მოზრდილებში 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ ჭამის დროს, დღის პირველ ნახევარში. მკურნალობის ხანგრძლივობა – 1 თვე. აუცილებლობის შემთხვევაში მიღება შეიძლება განმეორდეს.
უკუჩვენება: კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, მაღალი არტერიული წნევა, გულის არითმია, ნერვული აგზზნებადობა, ორსულობა, ძუძუთი კვება.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250C .
მწარმოებლის დასახელება და ადგილი: “Walmakr a.s.”, Oldrichovice 44, 739 61 Trinec, (წარმოების ადგილი: Polni 836, 739 6 Trinec), ჩეხეთის რესპუბლიკა.
შენახვის ვადა: 3 წელი
სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის № AM.01.07.01.003.R.000786.12.21 13.12.2021წ
არ არის წამალი
პროდუქტმა გაიარა ნებაყოფლობითი სერტიფიცირება.