ვიტრუმი მაგნიუმი B6/ VITRUM MAGNESIUM B6
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი
გამოშვების ფორმა: შემოგარსული ტაბლეტები, მასით 1200 მგ. №60 ან №90 ტაბლეტი შეფუთვაში.
60 ან 90 ან 120 ტაბლეტი თითო ფლაკონში, 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.
შემადგენლობა:
* არ აღემატება მოხმარების ზედა დასაშვებ დონეს
დამატებითი კომპონენტები: სორბიტოლი, ცელულოზა, შეწებების საწინააღმდეგო აგენტი – მაგნიუმის სტეარინის მჟავა, შეკუმშვის საწინააღმდეგო საშუალება – სტეარინის მჟავა, ტაბლეტის გარსი (ჰიდროქსი-პროპილ-მეთილცელულოზის სტაბილიზატორი, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზის სტაბილიზატორი, შეწებების საწინააღმდეგო აგენტი ცელულოზა. შეწებების საწინააღმდეგო საშუალება ტალკი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები), შეწებების საწინააღმდეგო აგენტი სილიციუმის დიოქსიდი.
შეიცავს სორბიტოლს. ჭარბი მიღების შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს საფაღარათო ეფექტი.
გამოყენების სფერო: როგორც ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი – მაგნიუმის და ვიტამინის B6 დამატებითი წყარო.
ვიტამინი B6 – მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში: მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების: სეროტონინის, მელატონინის, დოფამინის გამომუშავებაში. ხელს უწყობს მაგნიუმის დაგროვებას უჯრედებში.
ამ ვიტამინის უკმარისობის მდგომარეობა ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევით (გაღიზიანებადობა, ძილიანობა, პოლინევრიტი) და გამოხატულია მომატებული დაღლილობის, კუნთების სისუსტის, დეპრესიული განწყობის სახით.
მაგნიუმი – აუცილებელია უჯრედებში ენერგიის წარმოებისთვის, ნეირომუსკულური გამტარობის რეგულირებისთვის, ტონუსისთვის, გლუვი კუნთების ფუნქციობისთვის. მაგნიუმის იონები მონაწილეობენ ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ცილების ბიოსინთეზში და აფერხებენ თავის ტვინის ქერქში აგზნების პროცესებს. მაგნიუმის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ძვლებში და კუნთებშია.
მაგნიუმის დეფიციტი გავლენას ახდენს ნერვული და კუნთოვანი იმპულსების გადაცემის მდგომარეობაზე, ვლინდება მომატებული აგზნებით, ნერვული სისტემის ფუნქციობის დაქვეითებითა და გაღიზიანებით.
ორგანიზმის მაგნიუმით გამდიდრება ხელს უწყობს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას, ასევე ახდენს ნერვული სისტემის მდგომარეობის ნორმალიზებას დეპრესიული მდგომარეობისა და სტრესის დროს, რადგან სხვადასხვა ხასიათის სტრესი ზრდის ორგანიზმის მოთხოვნილებას მაგნიუმის მიმართ.
რეალიზაციის პირობები: მოსახლეობაში. რეალიზაციის ადგილები განისაზღვრება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი სახელმწიფოების ეროვნული კანონმდებლობით.
გამოყენების რეკომენდაცია: მოზრდილებიში 2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობაა 1 თვე. საჭიროების შემთხვევაში, მიღება შეიძლება განმეორდეს.
უკუჩვენებები: ინდივიდუალური აუტანლობა პროდუქტის კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ძუძუთი კვება, ნაწლავის დისფუნქციისადმი მიდრეკილება.
შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
მწარმოებლის სახელი და ადგილმდებარეობა: Walmark a.s., Oldrichovice 44, 739 61 Trinec, ჩეხეთი.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობა No RU.77.99.11.003.R.004392.11.21 2021 წლის 26 ნოემბრი
არ არის წამალი.
STADA Artsneimittel AG-ის სავაჭრო ნიშანი
საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნების ბაზარზე პროდუქციის მიმოქცევის ერთიანი ნიშანი
ნებაყოფლობითი სერტიფიცირების სისტემის ნიშანი