ვიტრუმ იმუნაქტივი
ძლიერი იმუნიტეტისთვის!
იმუნური სისტემის ჯანსაღი ფუნქციობისთვის მნიშვნელოვანი 13 ვიტამინის, 8 მინერალისა და ბუნებრივი იმუნოკორექტორის – ბეტა-გლუკანის ბალანსირებული კომპლექსი, შექმნილი სპეციალურად 18 წლიდან ასაკის მოზრდილებისთვის.
- აძლიერებს იმუნიტეტს – ხელს უწყობს იმუნური უჯრედების ჯანსაღ ფუნქციონირებას
- ზრდის ორგანიზმის დამცველობით უნარს სეზონური, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ
- ავადობისას, აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს და ამცირებს თანხმლები გართულებების განვითარების რისკს
- ავადობის შემდგომ პერიოდში ახდენს ორგანიზმის სწრაფ რეაბილიტაციას და ამცირებს რეციდივების რისკს
რეკომენდებულია 18 წლიდან.

ვიტრუმ იმუნაქტივი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
გამოშვების ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები, მასით 1400მგ. №30 ტაბლეტი ფლაკონში. 1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შემადგენლობა:
** – არ აღემატება მოხმარების დასაშვებ ზედა ზღვარს.
დამატებითი კომპონენტები: ანტიადჰეზიური აგენტი ცელულოზა, ტაბლეტის გარსი (AquaPolish F ფორთოხლისფერი 034,17 (სტაბილიზატორი ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ანტიადჰეზიური აგენტი ჰიდროქსიპროპილცელულოზა, შემასქელებელი გლიცერინი, ანტიადჰეზიური აგენტი ტალკი, საღებავი ტიტანის დიოქსიდი, საღებავები რკინის ოქსიდები და რკინის ჰიდროქსიდები), საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, სტეარინის მჟავის მაგნიუმის მარილის ანტიადჰეზიური აგენტი, სილიციუმის დიოქსიდის ანტიადჰეზიუტი აგენტი.
გამოყენების სფერო: ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი – მაგნიუმის, თუთიის, მანგანუმის, სპილენძის, სელენის, იოდის, რკინის, ვიტამინი A, C, B1, B2, B3 (PP), B5, B6, B12, D3, E, K1, ბიოტინი, ფოლიუმის მჟავის დამატებითი წყარო, ბეტა-გლუკანის წყარო, რომელცი შეიცავს კალციუმს.
რეალიზაციის პირობები: მოსახლეობაში. რეალიზაციის ადგილი განისაზღვრება ევრაზესის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ნაციონალური კანონმდებლობით.
ვიტამინები (ლათ- სიტყვიდან – vita – ცხოვრება) – ეს არის სხვადასხვა დაბალმოლეკულური ორგანული ნაერთები, რომლებიც აუცილებელია ცოცხალ ორგანიზმებში სასიცოცხლო ბიოქიმიური და ფიზიკური პროცესების განსახორციელებლად. ადამიანის და ცხოველის ორგანიზმი არ ასინთეზებს ვიტამინებს ან ასინთეზირებს არასაკმარისი რაოდენობით, ამიტომ მან უნდა მიიღოს ის მზა სახით საჭმელათან ერთად.
ვიტამინების გარდა, ადამიანის რაციონში მცირე დოზებით უნდა არსებობდეს სხვა შეუცვლელი ნივთიერებები – მაკრო და მიკროელემენტები. ისინი მონაწილეობენ ბევრ სასიცოცხლო მეტაბოლურ რეაქციაში, რომელთაგან ზოგიერთი აუცილებელია შესაბამისი ვიტამინების აქტივობის სათანადო დონის უზრუნველსაყოფად.
ცილის, ვიტამინების და მინერალური ნივთიერებების არასაკმარისი მოხმარება იწვევს ორგანიზმის წინააღმდეგობის დაქვეითებას და ადაპტაციას ფიზიკური და ბიოლოგიური გარემო ფაქტორების, მათ შორის ბაქტერიებისა და ვირუსების ზემოქმედებისადმი.
მიკროლემენტები და ვიტამინები ხელს უწყობენ ბუნებრივი იმუნური დაცვის შენარჩუნებას ფიზიკური ბარიერების (კანის/ლორწოვანი გარსის) დაცვით, რითაც მხარს უჭერენ უჯრედულ იმუნურ სისტემას, ასევე ანტისხეულების გამომუშავებას.
ვიტამინო-მინარელების კომპლექსი ვიტრუმ იმუნაქტივი შეიცავს 13 ვიტამინს და 8 მინერალს, ასევე ბეტა-გლუკანს და ბიოფლავანოიდების კომპლექს – აუცილებელი კომპონენტები, რომლებიც სინერგიულად მუშაობენ იმუნიტეტის მხარდასაჭერად:
- ვიტამინები A, C, E ხელს უწყობს ლორწოვანი გარსების ბარიერის ფუნქციის გაუმჯობესებას, ხელს უწყობს იმუნოგლობულინ A-ს და ინტერფერონის გამომუშავებას სასუნთქი გზების ლორწოვან გარსებში, მონაწილეობს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ დაცვაში, რაც იწვევს ბაქტერიების და ვირუსების მიმაგრების დაქვეითებას და შემდგომ ორგანიზმში შეღწევას.
- ვიტამინები B6, B12, C, D, E და ფოლის მჟავა მიკროელემენტებთან ერთად (რკინა, თუთია, სპილენძი და სელენი) მოქმედებენ სინერგიულად იმუნური უჯრედების ფუნქციის მხარდასაჭერად. ამ ვიტამინების და მინერალების არასაკმარისმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს იმუნიტეტის დაქვეითება.
- სელენი და თუთია – ადამიანის ორგანიზმის თავდაცვის ანტიოქსიდანტური სისტემის ბუნებრივი ელემენტებია. თუთია მონაწილეობს ლიმფოციტების, განსაკუთრებით T-უჯრედების დიფერენციაციაში, იწვევს რა ორგანიზმში ინფექციაზე იმუნური პასუხის გაჩენის დაჩქარებას. თუთიის იმუნომოდულატორულ ეფექტებს შორის, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ვირუსული ინფექციისგან დაცვასთან, არის ინტერფერონ-ალფას და ინტერფერონ-გამას წარმოების სტიმულირება. სელენი არეგულირებს იმუნოგლობულინი-G-ს წარმოქმნას, ზრდის ლიმფოციტების აქტივობას.
- ბეტა-გლუკანები – ბუნებრივი ნივთიერებები (პოლისაქარიდები). ბეტა-გლუკანები ააქტიურებენ იმუნური სისტების უჯრედებს, ხელს უწყობს პათოგენური მიკროორგანიზმების ზემოქმედებისაგან დაცვას.
- ბიოფლავონოიდები (მათ ერთობლივად უწოდებენ ვიტამინ P-ს) – მცენარეული ნაერთები. ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტებია, ისინი ხელს უწყობენ C ვიტამინის უკეთეს შეწოვას, აუმჯობესებენ სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას, აძლიერებენ კაპილარების კედლებს.
გამოყენების რეკომენდაციები: – მოზრდილებში 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ ჭამის დროს. მკურნალობის ხანგრძლივობა – 1 თვე. აუცილებლობის შემთხვევაში მიღება შეიძლება განმეორდეს.
უკუჩვენება: კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა, ძუძუთი კვება, თრომბოზებისადმი მიდრეკილების გაზრდა.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250C .
მწარმოებლის დასახელება და ადგილი: “Walmakr a.s.”, Oldrichovice 44, 739 61 Trinec, (წარმოების ადგილი: Polni 836, 739 6 Trinec), ჩეხეთის რესპუბლიკა.
შენახვის ვადა: 3 წელი
სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის № AM.01.07.01.003.R.000786.12.21 13.12.2021წ
არ არის წამალი
პროდუქტმა გაიარა ნებაყოფლობითი სერტიფიცირება.