ვიტრუმ ენერჯი
უახლესი ფორმულა აქტიური ცხოვრებისა და ენერგიისთვის!
Coenzym Q10-ის, 13 ვიტამინისა და 8 მინერალს ბალანსირებული კომპლექსი მათთვის, ვისაც სურს იყოს მეტად ენერგიული, აქტიური, გაიუმჯობესებს ცხოვრების ხარისხი და ტონუსი.
მხოლოდ 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში:
- აღადგენს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესს
- ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავებას და ხსნის საერთო სისუსტეს, დაღლილობას, უენერგიობას
- დადებითად მოქმედებს ნერვ-კუნთოვანი, ძვალ-სახსროვანი, გულ-სისხლძარღვთა და იმუნური სისტემის ფუნქციობაზე
- ამაღლებს გუნება-განწყობას, შრომის უნარიანობას, კონცენტრაციის უნარს და სტრესის მიმართ მდგრადობას
რეკომენდებულია 18 წლიდან.
ვიტრუმ ენერჯი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
გამოშვების ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები, მასით 1400მგ. №30 ტაბლეტი ფლაკონში. 1 ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შემადგენლობა:
** – არ აღემატება მოხმარების დასაშვებ ზედა ზღვარს.
დამატებითი კომპონენტები: ანტიადჰეზიური აგენტი ცელულოზა, ტაბლეტის გარსი (AquaPolish® F ფორთოხლისფერი 034,17 (სტაბილიზატორი ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ანტიადჰეზიური აგენტი ჰიდროქსიპროპილცელულოზა, შემასქელებელი გლიცერინი), ანტიადჰეზიური აგენტი ტალკი, საღებავი ტიტანის დიოქსიდი, საღებავები რკინის ოქსიდები და რკინის ჰიდროქსიდები), საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები), კროსკრამელოზის სტაბილიზატორი, სტეარინის მჟავის მაგნიუმის მარილის ანტიადჰეზიური აგენტი, სილიციუმის დიოქსიდის ანტიადჰეზიუტი აგენტი,
გამოყენების სფერო: ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი – მაგნიუმის, თუთიის, მანგანუმის, კალციუმის, სპილენძის, სელენის, იოდის, რკინის, ვიტამინი A, C, B1, B2, B3 (PP), B5, B6, B12, D3, E, K1, ბიოტინი, ფოლიუმის მჟავის დამატებითი წყარო, კოენზიმი Q10-წყარო.
რეალიზაციის პირობები: მოსახლეობაში. რეალიზაციის ადგილი განისაზღვრება ევრაზესის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ნაციონალური კანონმდებლობით.
ვიტამინები (ლათ- სიტყვიდან – vita – ცხოვრება) – ეს არის სხვადასხვა დაბალმოლეკულური ორგანული ნაერთები, რომლებიც აუცილებელია ცოცხალ ორგანიზმებში სასიცოცხლო ბიოქიმიური და ფიზიკური პროცესების განსახორციელებლად. ადამიანის და ცხოველის ორგანიზმი არ ასინთეზებს ვიტამინებს ან ასინთეზირებს არასაკმარისი რაოდენობით, ამიტომ მან უნდა მიიღოს ის მზა სახით საჭმელათან ერთად.
ვიტამინების გარდა, ადამიანის რაციონში მცირე დოზებით უნდა არსებობდეს სხვა შეუცვლელი ნივთიერებები – მაკრო და მიკროელემენტები. ისინი მონაწილეობენ ბევრ სასიცოცხლო მეტაბოლურ რეაქციაში, რომელთაგან ზოგიერთი აუცილებელია შესაბამისი ვიტამინების აქტივობის სათანადო დონის უზრუნველსაყოფად.
დაღლილობა, უენერგიობა, ძალ-ღონის შესუსტება, საერთო სისუსტე, ნერვული დაძაბვა – ხშირად ეს არის ორგანიზმის არსებული ენერგეტიკული მოთხოვნილებებით უკმარისობის შედეგი. გარემოს მავნე ზემოქმედება, საკვებში სასარგებლო კომპონენტების ნაკლებობა, ცხოვრების ინტენსიური დონე, მუდმივი სტრესი ხელს უწყობს ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს.
ორალური კონტრაცეპტივების მიღება ასევე არღვევს ორგანიზმში მრავალი მიკროელემენტის სტატუსს: ფოლიუმის მჟავას, B ჯგუფის ვიტამინების, C ვიტამინის, თუთიის, მაგნიუმის.
საკვებში ელემენტების ნაკლებობამ შეიძლება დაარღვიოს მახსოვრობის და გონებრივი აქტივობის უნარი, ხელი შეუწყოს დეპრესიის განვითარებას. B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობამ ( განსაკუთრებით თიამინი B1, ნიაცინი B3, ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი12) შეიძლება გააუარესოს გონებრივი ფუნქციები, დააქვეითოს მეხსიერება და შეამციროს ყურადღების კონცენტრაცია.
ვიტამინო-მინარელების კომპლექსი ვიტრუმ ენერჯი შეიცავს 13 ვიტამინს და 8 მინერალს, ასევე კოენზიმ Q10 – აუცილებელი კომპონენტები, რომლებიც მუშაობენ ენერგიისა და ტონუსის შესანარჩუნებლად:
- შრომის უნარიანობასა და ენერგიის გამომუშავებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ B ჯგუფის ვიტამინები: ვიტამინები B1, B2, B3, B5 არეგულირებენ ცენტრაული ნერვული სისტემის ფუნქციურ მდომარეობას, ნივთიერებათა ცვლას და ქსოვილების ტროფიკას. ამიტომ ისინი გამოიყენება ორგანიზმის საერთო ტონუსის გასაზრდელად.
- B ჯგუფის ვიტამინები და რკინა მონაწილეობენ ჰემოგლობინის ფორმირებაში, აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევის ცირკულაციას, ახორციელებენ საკვები ნივთიერების ტრანსპორტს, აჩქარებენ რეგენერეციის პროცესს, ზრდიან სხეულის წინააღმდეგობას სხვადასხვა სტრესული სიტუაციების მიმართ, მონაწილეობენ ნეიროტრანსმიტერების სინთეზში.
- მაგნიუმი აკონტროლებს უჯრედშიდა კალიუმის ბალანსს, არეგულირებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების ფუნქციებს, მონაწილეობს ორგანიზმის ენერგეტიკულ პროცესებში, ხელს უშლის კუნთების კრუნჩხვას, ხელს უწყობს სტრესის მოხსნას და ძალების აღდგენას ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
- ვიტამინი C – ანტიოქსიდანტი, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობას სხვადასხვა სტრესული სიტუაციების მიმართ, ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს, ნორმალური ტონუსის შენარჩუნებას, სისხლძარღვთა კედლის გამაგრებას.
- ვიტამინი D – პასუხისმგებელია ჩონჩხის ფუნქციის შენარჩუნებაზე, არეგულირებს კალციუმის მეტაბოლიზმს, ნერვული სისტემის ტონუსს, ძილისა და სიფხიზლის ნორმალურ თანაფარდობას, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის და კუნთების ნორმალური ტონუსის შენარჩუნებას.
- იოდი – ხელს უწყობს სხეულის ფიზიკური და გონებრივი ფუნქციების შენარჩუნებას, მისი დეფიციტის დროს შეინიშნება იმუნიტეტის დაქვეითება.
- კოენზიმ Q10 (უბიქინონი) – ვიტამინისმაგვარი ნივთიერებაა, რომელიც აუმჯობესებს უჯრედებში ენერგიის გამომუშავებას, სასარგებლო გავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, აუმჯობესებს შრომის უნარიანობას, ფიზიკურ გამძლეობას და ასევე აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი. უბიქინონის მოხმარება პროგრესულად იზრდება ფიზიკური და ემოციური დატვირთივის შედეგად, ხშირი გაციებით და ქრონიკული სტრესით, რაც იწვევს მისი დეფიციტის განვითარების მაღალ ალბათობას.
გამოყენების რეკომენდაციები: – მოზრდილებში 18 წლიდან – თითო ტაბლეტი დღეში ერთხელ ჭამის დროს. მკურნალობის ხანგრძლივობა – 1 თვე. აუცილებლობის შემთხვევაში მიღება შეიძლება განმეორდეს.
უკუჩვენება: კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა, ძუძუთი კვება, თრომბოზებისადმი მიდრეკილების გაზრდა.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250C .
მწარმოებლის დასახელება და ადგილი: “Walmakr a.s.”, Oldrichovice 44, 739 61 Trinec, (წარმოების ადგილი: Polni 836, 739 61 Trinec), ჩეხეთის რესპუბლიკა.
შენახვის ვადა: 3 წელი
სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის № AM.01.07.01.003.R.000787.12.21 13.12.2021წ
არ არის წამალი
პროდუქტმა გაიარა ნებაყოფლობითი სერტიფიცირება.