ბრენდი „ვიტაფეროლის“ ეგიდით, ფარმაცევტულმა კომპანია „არტფარმამ“ ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია დაიწყო, სახელწოდებით „მიიღე მზე“.
𝐃 ვიტამინის ნაკლებობა გლობალური პრობლემაა. ჯანდაცვის საერთაშორისო და ეროვნული ორგანიზაციების რეკომენდაციების მიხედვით, D ვიტამინი ერთადერთია, რომელიც ყველა პატარას, დაბადების პირველივე დღეებიდან, უწყვეტად, მთელი წლის განმავლობაში ესაჭიროება. სწორედ ამიტომ, ბავშვების ჯანსაღი ზრდა-განვითარების ხელშეწყობისთვის, მაისის თვეში, თბილისსა და რეგიონებში, დაინტერესებულ სამშობიარო სახლებს, სკოლებსა და ბაღებს, სუფთა სახის D ვიტამინი, ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი „ვიტაფეროლი“ გადაეცემა საჩუქრად.