ბრენდი „ვიტაფეროლის“ ეგიდით, ბავშვთა ასაკში 𝐃 ვიტამინის დეფიციტის პრევენციისა და პატარების ჯანსაღი ზრდა–განვითარების ხელშეწყობისთვის, ფარმაცევტულმა კომპანია „არტფარმამ“ ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია – „მიიღე მზე“ განახორციელა.
𝐃 ვიტამინის ნაკლებობა გლობალური პრობლემაა. ჯანდაცვის საერთაშორისო და ეროვნული ორგანიზაციების რეკომენდაციების მიხედვით, D ვიტამინი ერთადერთია, რომელიც ყველა პატარას, დაბადების პირველივე დღეებიდან, უწყვეტად, მთელი წლის განმავლობაში ესაჭიროება.
სწორედ ამიტომ, სოციალური კამპანია „მიიღე მზის“ ფარგლებში, მაისის თვეში, თბილისსა და რეგიონებში, დაინტერესებული სამშობიარო სახლების, სკოლებისა და ბაღების ჩართულობით, 4000-მდე ბავშვმა მიიღო ევროპული, ყველაზე ცნობილი, უსაფრთხო და ეფექტური #1 სუფთა სახის D ვიტამინი „ვიტაფეროლი“.