D ჯგუფის ვიტამინებში, #1 ოქროს ბრენდი საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი D ვიტამინი „ვიტაფეროლი“ გახდა

D ჯგუფის ვიტამინებში, „ვიტაფეროლი“ ოქროს ბრენდი 2022-ის გამარჯვებული გახდა და საქართველოში #1 D ვიტამინის სტატუსი მოიპოვა. ბრენდის ნომინირება მისი ცნობადობის,  ხარისხისა და მარკეტინგულ საქმიანობაში გაწეული  მუშაობის გათვალისწინებით მოხდა. ოქროს ბრენდი არის მთავარი  ჯილდო საქართველოში წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის, რომელსაც ექსპერტები და მომხმარებლები ღიად აძლევენ ხმას. 

„ვიტაფეროლის“ სახელს უკავშირდება ძალიან ბევრი სოციალური კამპანია და 𝐃 ვიტამინის დეფიციტის პრევენციასა და მკურნალობაზე ზრუნვა. ბრენდის სახელით სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა სოციალური პროექტი „მიიღე მზე“, რომლის ფარგლებშიც 4000-მდე  „ვიტაფეროლი“ საჩუქრად სამშობიარო სახლებს, სკოლებსა და ბაღებს გადაეცათ ბავშვების ჯანსაღი ზრდა-განვითარების ხელშეწყობისთვის.

„ვიტაფეროლის დანერგვისას, ჩვენ ვაწარმოეთ აქტიური კომუნიკაცია D ვიტამინის საჭიროების შესახებ და კამპანია მივმართეთ ამ მნიშვნელოვანი, „მზის“ ვიტამინის ფუნქციებისა და დადებითი თვისებების წარმოჩენისკენ. დაგვეხმარნენ სამედიცინო დარგის ექსპერტები და ექიმები, რომელთათვისაც ასევე მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო რეკომენდაციების მოსახლეობამდე მიტანა და გაზიარება. საბოლოოდ, შეიძლება, ითქვას, ჩვენ, ერთობლივად, პირველებმა ჩავუყარეთ საფუძველი D ვიტამინის ნაკლებობის პრევენციის კულტურის დანერგვასა და ცნობადობის ამაღლებას საზოგადოებაში. „ვიტაფეროლი“ ახლა უკვე ოქროს ბრენდის მფლობელია, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი მას ასახელებს და ირჩევს #1 D ვიტამინად საქართველოში, ანდობს თავს და ოჯახის ყველა წევრს”, – აღნიშნავს ლიკა ლობჟანიძე, ფარმაცევტული კომპანია „არტფარმას“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.

100%-ით სუფთა სახის 𝐃 ვიტამინი „ვიტაფეროლი“ ქართველი მომხმარებლისთვის 2016 წლიდან არის ხელმისაწვდომი, წარმოდგენილია ყველა სააფთიაქო ქსელში, 2 ფორმით, – „ვიტაფეროლის წვეთები“ ბავშვებისთვის 0 წლიდან და „ვიტაფეროლის კაფსულები“ უფროსებისთვის 12 წლიდან.   

ბრენდს აწარმოებს ევროპული ფარმაცევტული კომპანია „Walmark”, რომელიც მსოფლიოში ცნობილია და წამყვანი პოზიციები უჭირავს საკვები დანამატების წარმოების მიმართულებით.  საქართველოში „ვიტაფეროლს“ ფარმაცევტული კომპანია „არტფარმა“ წარმოადგენს.