ლალი გუშიკაშვილი: „ვარჯიში და მოძრაობა პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან!”

მოდელი და ცნობილი ინფლუენსერი, ლალი გუშიკაშვილი ყოველთვის იდეალურ ფორმაშია. საკუთარ ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე ზრუნვა მისთვის პრიორიტეტია. დატვირთული რეჟიმის მიუხედავად მაინც ახერხებს ვარჯიშს, იკვებება ჯანსაღად და ზრუნავს საკუთარ სილამაზეზე. როგორც ყველა ქალს, მასაც სილამაზის საკუთარი ფორმულა აქვს. რაც მთავარია, სასარგებლო რჩევებს არავისთვის იშურებს. Beauty Magazine-ს ის თავის მოვლისა და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ესაუბრა:

„მთელი ცხოვრება ჯანსაღი ცხოვრბის წესს მივდევ, არც ვეწევი და არც ვსვამ. ერთადერთი მავნე ჩვევა არის ყავა და ისიც მაქსიმუმ დღეში ორჯერჯ. მხოლოდ მაღალი ხარისხის ყავას მივირთმევ.  დილა იწყება წყლით – ადრე ვიღვიძებ და 1 ლიტრ წყალს ვსვამ ნელ-ნელა. 45 წუთის შემდეგ ვსვამ მათჩას – ესაა მაღალი ხარისხის, დაფქული მწვანე ჩაი. საუკეთესო ანტიოქსიდანტია, აძლიერებს იმუნიტეტს, მეტაბოლიზმს და ძალიან კარგი პროდუქტია. შემდეგ მივდივარ სავარჯიშოდ. მინიმუმ 1 საათი დავდივარ სუფთა ჰაერზე (სარბენ ბილიკზე ვარჯიში არ მიყვარს).  დღეში საშუალოდ 10 კილომეტს გავდივარ. ფეხზე სიმძიმეები მიკეთია, თავიდან 500 გრამიანებით დავიწყე, ახლა უკვე ერთ კილოიან სიმძიმეზე გადავედი.  ამას სიმკვრივისთვის და წელის გამაგრებისთვის ვაკეთებ. მინდა გითხრათ, რომ უკეთესად მძინავს და ხასიათიც გამომიკეთდა.

რა ინტენსივობით ვარჯიშობ და როგორ აკონტროლებ დატვირთვას?

ჩემს ორგანიზმს ვუსმენ. ჯერ-ჯერობით მწვრთნელი არ მყავს. კარანტინამდე გარკვეული პერიოდი პილატესს ვვარჯიშობდი და ვაპირებ რომ განვაახლო.  დამატებით მწრთვნელსაც ავიყვან, რომელიც პროგრამას შემიდგენს. ვარჯიში იქნება ჩემი ცხოვრების წესი. 40 წლამდე ვზარმაცობდი, უკვე დროა მორჩეს ეს სიზარმაცე და ორგანიზმი გავიჯანსაღო. ბოლო დროს განვითარებულმა სიტუაციამაც დაგვანახა, რომ ვარჯიში, მოძრაობა პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან. მინდა დიდხანს ვიყო ენერგიული და პროდუქტიული. ცოტა პრობლემური ფეხები მაქვს, მიშუპდება ხოლმე და ფიზიკური აქტივობა ძალიან მშველის. შეშუპებისა და დისკომფორტის დასაძლევად ჯანმრთელობაზე ზრუნვის რუტინაში მაქვს ევროპაში აღიარებული, პრემიუმ ხარისხის ბრენდი „ვარიქსინალი“, რომლსაც „ვენური სისტემის ჯანმრთელობის ექსპერტის“ წოდება აქვს და ეფეტურობასთან ერთად, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი გააჩნია. „ვარიქსინალის“ ორივე ფორმას აქტიურად მოვიხმარ – ვისვამ გელს და ყოველ გაზაფხულზე ვსვამ ამბებს. როგორც კი დათბება ფეხების პრობლემა თავს იჩენს ხოლმე, ამიტომ კომპლექსურად ვუდგები – სიარული და „ვარიქსინალი“ მეხმარება რომ ეს პრობლემა ავალაგო. სხვათა შორის, ძალიან ეფექტიანია, მოხმარების წუთიდან გრძნობ ამას, ფეხებს საგრძნობლად გიგრილებს და სიმსუბუქეს გრძნობ. ძალიან დატვირტული გრაფიკი მაქვს, ამას ემატება გადაღებები, მთელი დღე ფეხზე დგომა მიწევს. ტკივილი და შეშუპება მაწუხებს ხოლმე. „ვარიქსინალმა“ ეს ყველაფერი მომიხსნა. დილით, ვარჯიშიდან დაბრუნების შემდეგ რომ გადავივლებ, სანამ ჩავიცვამ, ტრადიცია მაქვს – ვისვამ „ვარიქსინალის“ გელს, რადგან მისი დახმარებით უმჯობესდება სისხლის და ლიმფის მიკროცირკულაცია, აღდგება კუნთოვანი ტონუსიც და ვარჯიშის შედეგად მიღებული ეფექტიც უფრო ხანგრძლივად ნარჩუნდება. შესაბამისად, მთელი დღე მაქვს სიმსუბუქსი შეგრძნება და არ მაწუხებს ტკივილი და შეშუპება. აქვე მინდა დავამატო, რომ მიკროცირკულაციის გაუმჯობესება ძალიან მნიშვნელოვანია ცეულილიტთან ბრძოლის დროს – ვისაც აწუხებს ცელულიტი, მათაც შემიძლია ვურჩიო „ვარიქსინალის“ გამოყენება.

მარტივ ფეხის ვარჯიშებს თუ აკეთებ ხოლმე?

სადაც არ უნდა ვიყო, სულ ვციდლობ, რომ მარტივი ვარჯიშები გავაკეთო. ტერფების მარტივ მოძრაობას არაფერი უნდა, საქმიან შეხვედრაზეც შეიძლება ამის გაკეთება.

შეშუპება და შესიება რა ასაკიდან დაიწყო?

მეორე ბავშვზე რომ ვიყავი ორსულად მაშინ დაიწყო, დაახლოებით 30 წლის ასაკიდან. ეს პრობლემა გენეტიკურია. მიუხედავად იმისა, რომ არამწეველი ვარ, მაინც მიშუპდება. რაც უფრო მემატება ასაკი მით უფრო გაიზარდა ეს პრობლემა. ამიტომ საჭიროა დროული რეაგირება და სწორი მიდგომა.

შენ თქვი, რომ დილას წყლით იწყებ. რა რაოდენობის წყალს სვამ დღის განმავლობაში?

მინიმუმ 2 ლიტრს ვსვამ. მე წყალს მივუდექი როგორც წამალს. ადრე არ მიყვარდა, თუმცა მივეჩვიე. გარდა ამისა, მაქვს ლაქტოზის აუტანლობა. მოვიხმარ მხოლოდ ნუშის და ქოქოსის რძეს. ეს კანზე ძალიან მომიხდა. მას შემდეგ რაც შაქარი ამოვიღე რაციონიდან, კანის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ფაქტობრივად გამონაყარი არ მაქვს. ნიგოზსაც მივირთმევ და ტკბილეულსაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავაკვირდეთ ორგანიზმს და მივხვდეთ რა არის ჩვენი საკვები და რა არა. ჩემს რაციონში შედის კარაქი, ყველი, კვერცხი, ხორცი. 15 წელია ღორის ხორცს არ მივირთმევ. როგორც გითხარით, შეშუპების პრობლემა მაქვს ხოლმე, ამიტომ მარილზე უარი ვთქვი. ერთადერთი მარილი, რომელიც სითხეს არ აკავებს ჰიმალაის მარილია და მხოლოდ მას მოვიხმარ.

შენი ჯანსაღი კვების რეჟიმი ოჯახის წევრებზეც მოქმედებს?

პანდემიის დროს, ჩემმა უფროსმა გოგონამ და მეუღლემ 10-10 კილო დაიკლეს. ყოველთვის თავად ვამზადებ, ამიტომ ყველა  ჯანსაღად იკვებება. მე თვითონ ვყიდულობ პროდუქტებს, ყურადღებით ვარჩევ. ვცდილობ, ნატურალური პროდუქტი შევიძინო. ოჯახში ოთხნი ვართ, ყველას სხვადასხვა რაღაც გვიყვარს და ამიტომ, ყველასთვის ინდივიდუალურად ვამზადებ. ჩემი დატვირტული გრაფიკის მიუხედავად, ყოველ საღამოს ვამზადებ და ვზრუნავ მეორე დღის მენიუზე. ამ მხრივ დიდი გამოცდილება მაქვს, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ მალე ჯანსაღი კვების მიმართულებით ჩემი გეგმები განვახორციელო და ხალხს ჯანსაღი საკვები შევთავაზო. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია საუზმე და სადილი. სწორედ ამ მიმართულებით განვავითარებ ჩემს იდეას.

ასეთი დატვირტული რეჟიმის მიუხედავად როგორ ასწრებ თავის მოვლას?

რეჟიმი მართლა ძალიან გადატვირტული მაქვს, თუმცა ვახერხებ. რადგან სახლში ყველაფერს თავად ვაკეთებ, ვცდილობ ხელებს განსაკუთრებულად მოვუარო. ფრჩხილების მოწესრიგებისას აუცილებლად ვიკეთებ ხელის სპა პროცედურას. ხელის ინექციები ჯერ არ დამიწყია, მაგრამ მაქვს ძალიან კარგი სქრაბი, ნიღაბი, ვიკეთებ პარაფინოთერაპიას. CND-ს ბრენდს ვხმარობ ძირითადად. სახეს რაც შეეხება, ბიორევიტალიზაციას ვიკეთებ იუვიდერმით. სახის რუტინისას კი ვხმარობ მხოლოდ ერთ ბრენდს, ესაა ზოსკინ ობაჯი. ინექციებს ზომიერად ვიკეთებ და დროულად. ეს პროცედურები 35 წლიდან დავიწყე, თუმცა მგონია, რომ გაცილებით ადრე უნდა დავიწყოთ ხოლმე.

შენი აზრით, რა არის სილამაზის და ჯანმრთელობის ფორმულა. მინიმუმ რა უნდა გავაკეთოთ ქალებმა რომ მუდამ ფორმაში ვიყოთ?

ვფიქრობ, კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. გენეტიკურად წონის პრობლემა არ მაქვს. მიუხედავად ამისა, მთლიანად შევცვალე კვების რაციონი. პანდემიისას ბევრი დრო მქონდა, დავჯექი, გამოვიკვლიე, ბევრი წავიკითხე რომ გამერკვია, როგორ მოვამზადო ჩემი საყვარელი პროდუქტები ჯანსაღად. სხვათა შორის, 18 საათიან შუალედს ვაკეთებ. ძალიან კარგია ორგანიზმისთვის, ამას მოჰყვება წონის კლებაც. გარდა ამისა, თითქმის ამოვიღე ნახშირწყლები. ამასთან დაკავშირებით კონსულტაცია გავიარე ჩემს ახლობელ ექიმთან, ენდოკრინოლოგითან, რომელიც საზღვარგარეთ მოღვაწეობს. მივხვდი, რომ არ მჭირდება დიდი რაოდენობით ნახშირწყლები, არ ვიღებ ბურღულეულს, ფქვილეულს, ცომეულს. ნახშირწყალს ვიღებ ბოსტნეულიდან და ხილიდან. შაქარი მთლიანად ამოვიღე რაციონიდან. მეგონა ტკბილეულის მოთხოვნილება გამიჩნდებოდა, მაგრამ საერთოდ არ მაქვს სურვილი. იშვიათ შემთხვევებში შაქრის შემცვლელით დამზადებული შოკოლადი შემიძლია მივირთვა.“

© Beautymagazine.ge