„ვიადერმის“ და ლაშა უჩავას ერთობლივი რუბრიკა

2022 წლის 4 ივნისს, ქ.ქუთაისში, ა.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში „საქართველოს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა ასოციაცის“ რესპუბლიკური კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება აღნიშნული მიმართულებით არსებული სიახლეების, მიღწევების, პროფილაქტიკის გზების, სწრაფი რეაბილიტაციისა და გამოჯანმრთელების მექანიზმების, გამოწვევებისა დადაავადებათა მკურნალობის ახალი მეთოდების მიმოხილვას დაეთმო.

კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები, რომლებმაც კოლეგებს საკუთარი და საერთაშორისო პრაქტიკული გამოცდილებები და რეკომენდაციები გაუზიარეს.

ღონისძიება „საქართველოს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა ასოციაციის“ ეგიდით, ფარმაცევტული კომპანია „არტფარმას“ და სააფთიქო ქსელ „ფარმსახლის“ მხარდაჭერით გაიმართა.