15 ივნისს, „წარმატებულ ქალთა კლუბის“ რიგით მესამე ლანჩი გაიმართა, რომელსაც ექიმმა, მეან-გინეკოლოგმა ეკა ისაკიდმა უმასპინძლა. შეხვედრის თემა ჯანმრთელობაზე ზრუნვა იყო და მასში სხვადასხვა სფეროს წარმატებული ქალბატონები მონაწილეობდნენ, მათ შორის საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა ექიმი ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, მაია ხუბუა, ხოლო მოწვეული სტუმრის სტატუსით – მოდელი, სამოდელო სააგენტო “fashion charm “-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ლალი ტოტიკაშვილი.
ღონისძიება ფარმაცევტული კომპანია „არტფარმას“ მხარდაჭერით მოეწყო. კომპანიის წარმომადგენლებმა ყველა სტუმარს სპეციალური საჩუქრები: „ვიადერმის“ სილამაზის კაფსულები და „ვარიქსინალის“ კომპლექტი გადასცეს.