ახალი ევროპული ბრენდი "სოლიფეროლი D3" უკვე საქართველოში

ფარმაცევტული კომპანია „არტფარმას“ პროდუქციის ასორტიმენტს ახალი ევროპული ბრენდი „სოლიფეროლი D3” შეემატა. „სოლიფეროლი D3” ანანასის გემოს მქონე საღეჭი აბებია, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმში D ვიტამინის დონის სწრაფ და გახანგრძლივებულ აღდგენას და ამცირებს D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების განვითარების რისკს. ქოლეკალციფეროლი 4000 სე რეკომენდებულია FDA-სა და EFSA-ს მიერ. საკვები დანამატი აფთიაქიდან გაიცემა ურეცეპტოდ და მისი მიღება 11 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი.