2018 წლის 17 ნოემბერს 10:00 საათზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინ თბილისის“ საკონფერენციო დარბაზში ფარმაცევტული კომპანია „არტფარმას“ მონაწილეობით, გაიმართა საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია, რომელზეც განხილული იქნა დღენაკლ ბავშვთა ჯანმრთელობისა და მათი შემდგომი განვითარების პრობლემები.