„ვიადერმის“ და ლაშა უჩავას ერთობლივი რუბრიკა

2022 წლის 6-8 ოქტომბერს, ქ.თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“  ინსულტის მსოფლიო  ორგანიზაციის რიგით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია: „World Stroke Organization 8th International Meeting: Stroke Prevention, Diagnosis and Treatment” გაიმართა .

ღონისძიება აღნიშნული მიმართულებით არსებული სიახლეების, მიღწევების, პროფილაქტიკის გზებისა და მკურნალობის მეთოდების მიმოხილვას დაეთმო.

მოხსენებით წარსდგნენ ინსულტის დარგში მსოფლიო მნიშვნელობის ექსპერტები აშშ-დან, კანადიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, ხორვატიიდან, დიდი ბრიტანეთიდან.

ღონისძიება „საქართველოს ინსულტის ასოციაციის“ ეგიდით, ფარმაცევტული კომაპანია „არტფარმას“ და სააფთიაქო ქსელ „ფარმსახლის „ მხარდაჭერით გაიმართა.