ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია

2018 წლის 20-22 სექტემბერს ჩეხური ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკის“ მონაწილეობით “Radisson Blu Iveria”-ს საკონფერენციო დარბაზში “რესპუბლიკა” და კლინიკა “Mediclub Georgia”-ში საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციაში 100-მდე ტრავმატოლოგმა და ორთოპედმა მიიღო მონაწილეობა. აუდიტორიის წინაშე მოხსენებები გააკეთეს მოწვეულმა და ადგილობრივმა სპეციალისტებმა.