კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ომეგა 3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელი საშუალებები.
მწარმოებელი კომპანია: New Nordic
მწარმოებელი ქვეყანა: შვედეთი
გამოშვების ფორმა: კაფსულა N60
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ფარმაკოლოგიური მოქმედება: სკანდინავიური თევზის ქონი გახლავთ ომეგა 3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების (EPA, DHA) ბუნებრივი წყარო. გამოიყენება ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების მხარდასაჭერად და აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, იმუნური სისტემის, თვალის, კანის და მთლიანად ორგანიზმის ჯანსაღ ფუნქციობას.
ფარმაკოლოგიური თვისებები: სკანდინავიური თევზის ქონი – შეიცავს პოლიუჯერ ომეგა-3 – ის ცხიმოვან მჟავებს. ეიკოზაპენტაენის მჟავა (DHA) და დოკოზაჰექსაენის მჟავა (EPA), რომლებიც წარმოადგენენ ყველა უჯრედის მემბრანის ძირითად შემადგენელ ნაწილს და აუცილებელია ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესებისთვის. ვიტამინი E – აუცილებელია ცხიმოვანი მჟავების სრულყოფილი ათვისებისთვის, ასევე, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში. მათი ერთობლივი მოქმედება აქვეითებს სისხლში “ცუდი” ქოლესტერინის დონეს და თრომბების წარმოქმნის რისკს, არეგულირებს სისხლის შედედებას და არტერიულ წნევას, აუცილებელია თავის ტვინის, ნერვული სისტემის და მხედველობის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მნიშვნელოვან როლს თამაშობს კარგი განწყობისა და კოგნიტური ფუნქციების შენარჩუნებაში , ომეგა-3 შედის ფოტორეცეპტორების მემბრანის შემადგენლობაში, შესაბამისად ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებას, ხელს უწყობს კანის ტროფიკას (კვებას), აძლიერებს მეტაბოლიზმს, ამცირებს გაცხიმოვნებას, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდაციური ეფექტებით უზრუნველყოფს ორგანიზმიდან თავისუფალი რადიკალებისა და მავნე ნივთიერებების ელიმინაციას.
ჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკა/კომპლექსური თერაპია; სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე; ათეროსკლეროზის პროფილაქტიკა; ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემები და კოგნიტური დარღვევები; კანის სიმშრალე, ეგზემა, ფსორიაზი; ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია და სხვა გასტროენტეროლოგიური პრობლემები, ენდოკრინოლოგიური პრობლემები: სიმსუქნე, დიაბეტი, ჰიპოთირეოზი; იმუნიტეტის გაძლიერება სეზონური ინფექციებისა და ქრონიკული პათოლოგიებისას.
მიღების წესი და დოზირება: რეკომენდებულია 18 წლიდან, 2- 3 კაფსულა დღეში, კვების დროს, წყლის მიყოლებით.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, 18 წლამდე ასაკი. ორსულობისა და ლაქტაციისას კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N60 კაფსულა, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.
ვარგისიანობის ვადა: წარმოებიდან 36 თვის მანძილზე, იხ.შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: New Nordic Healthbrands AB, Södra Förstadsgatan 3, SE – 211 43, Malmö, შვედეთი.
წარმოების მისამართი: Viagatan 16 692 21, Kumla, შვედეთი
წარმოებულია GMP სტანდარტების სრული დაცვით.
არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტენსა და სხვა მავნე დანამატებს, არის ვეგანური.
შეფუთვაზე ვერცხლის ხის ლოგო სკანდინავიური მაღალი ხარისხის, ეფექტიანობისა და უსაფრთხოების გარანტი.