New nordic

ფარმაცევტული კომპანია „არტფარმას“ პორტფოლიოს სკანდინავიური საკვები დანამატების პრემიუმ ბრენდი New Nordic დაემატა, რომლის პროდუქცია აღიარებულია მსოფლიო ბესთსელერებად, დაჯილდოებულია მრავალი საერთაშორისო ჯილდოთი და აღიარებულია ახალგაზრდობის, სილამაზისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის საუკეთესო საშუალებებად.

ნიუ ნორდიკი სკანდინავიურ საუკუნოვან სამკურნალო ტრადიციებს ეფუძნება. ბრენდის მთავარი უპირატესობა პროდუქციის შექმნის უნიკალური ციკლია, სადაც ყველა პროდუქტი მზადდება ველური ბუნებიდან მოპოვებული 100%-ით ბუნებრივი ინგრედიენტებისგან. თანამედროვე მეცნიერების მიღწევებზე დაყრდნობით იქმნება ნატურალური პროდუქტები ორგანიზმის დეტოქსის, წონის კორექციის, თმის, კანისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

New Nordic-ის  პროდუქტები უკვე 30 წელზე მეტია წარმოდგენილია მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში და პოპულარობით სარგებლობს ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიაში.

სკანდინავიური საკვები დანამატების შეძენა საქართველოში მომხმარებელს ექსკლუზიურად ფარმსახლის სააფთიაქო ქსელში შეუძლია.