კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ანტაციდური საშუალება
მწარმოებელი კომპანია: New Nordic
მწარმოებელი ქვეყანა: შვედეთი
გამოშვების ფორმა: აბი N60
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
| აქტიური ნივთიერებები: |
1 აბი |
დღიური რეკომენდებული მოხმარების % |
| პექტინი |
200 მგ |
– |
| კალციუმი |
80 მგ |
8 |
| მაგნიუმი |
50 მგ |
12,5 |
| ნიაცინამიდი |
2 მგ |
11 |
დამატებითი ინგრედიენტები:
დამატკბობელი სორბიტოლი, ბუნებრივი დოლომიტი, პექტინი, გარსის აგენტი: მაგნიუმის სტეარატი, პიტნის ბუნებრივი არომატი, გამაგრების საწინააღმდეგო აგენტი: სილიციუმის დიოქსიდი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება და თვისებები: ფრუტინის საღეჭი გულძმარვის საწინაადეგო აბები გთავაზობთ მოქმედების ორმაგ მექანიზმს: პექტინის ბუნებრივ ბარიერს მჟავას რეფლუქსის წინააღმდეგ და კალციუმის და მაგნიუმის კარბონატების სწრაფ ანტაციდურ მოქმედებას. არ არღვევს კუჭის ნორმალურ pH გარემოს და ფერმენტულ აქტივობას. ფრუტინის უშაქრო საღეჭი აბების მიღება შესაძლებელია ყოველდღიურად.
ჩვენებები: დისპეფსიის სიმპტომური მკურნალობა, რომელიც დაკავშირებულია კუჭის წვენის მომატებულ მჟავიანობასთან და გასტროეზოფაგურ რეფლუქსთან (გულძმარვა, ბოყინი), საკვების მიღების შემდეგ კუჭში სიმძიმის შეგრძნება.
რეკომენდებულია: ორსულობის, ტოქსიკოზისა და ლაქტაციის პერიოდში.
მიღების წესი და დოზირება: მიიღეთ 1-2 ტაბლეტი კვებიდან დაახლოებით 30 წუთის შემდეგ ან საჭიროებისამებრ. არ გადააჭარბოთ 12 ტაბლეტს დღეში. ტაბლეტი კარგად დაღეჭეთ, აბის დაღეჭვის შემდეგ საუკეთესო შედეგისთვის სასურველია დააყოლოთ წყალი
ეს საკვები დანამატი არ ანაცვლებს მრავალფეროვან და დაბალანსებულ დიეტას და ჯანსაღი ცხოვრების წესს. თუ იღებთ მედიკამენტებს, რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. საკვები დანამატი დამატკბობლით. ჭარბმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს საფაღარათო ეფექტი.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, 18 წლამდე ასაკი.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N60 აბი, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.
ვარგისიანობის ვადა: წარმოებიდან 36 თვის მანძილზე, იხ.შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: New Nordic Healthbrands AB, Södra Förstadsgatan 3, SE – 211 43, Malmö, შვედეთი.
წარმოებულია GMP სტანდარტების სრული დაცვით.
არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტენსა და სხვა მავნე დანამატებს, არის ვეგანური.
შეფუთვაზე ვერცხლის ხის ლოგო სკანდინავიური მაღალი ხარისხის, ეფექტიანობისა და უსაფრთხოების გარანტი.