ნეუტრადერმი
𝟏𝟎𝟎%-ით ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი
„ინოვაცია დერმატოლოგიაში“ – ასე უწოდებენ ბრენდს, რომელიც ბუნებისა და მეცნიერების ამოუწურავი შესაძლებლობების შედეგია და შექმნილია სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის. „ნეუტრადერმი“ აერთიანებს სახის, ტანისა და თმის მოვლის საშუალებებს, წარმოადგენს ყოველდღიური მოხმარების პროდუქტს და გამოიყენება დაბადებიდან, მთელი ოჯახისთვის.
„ნეუტრადერმი“ საფრანგეთში აღიარებულია ბავშვთა მოვლის ექსპერტად, რაც ხაზს უსვამს, რომ მას შეუძლია ჩვილობის ასაკიდანვე, როცა ყველაზე სუსტი და მგრნობიარეა კანი, იზრუნოს მის სიჯანსაღეზე და გახდეს მშობლის სიმშვიდის გარანტი. ბრენდის უპირატესობებს პედიატრიასა და დერმატოლოგიაში ადასტურებს 10-წლიანი კვლევები და 4 ეფექტურობის ტესტი.
„ნეუტრადერმის“ პროდუქციის გული, ე.წ. „Active Oligo Skin კომპლექსი“, პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ადგილიდან, ირუაზის ზღვისგან მოდის. AOS-ის დაპატენტებული ფორმულა შეიცავს მეტ მინერალს, ვიდრე თერმული წყლები, შედეგად, უფრო ეფექტურად ახდენს კანის მიკრობიომის დაცვას, გაღიზიანებული კანის დამშვიდებას, აღდგენას და რემინერალიზაციას.
