11 აპრილს, სასტუმრო „ბილტმორში“, სამედიცინო საზოგადოებისთვის 𝟏𝟎𝟎%-ით ფრანგული, დერმატოლოგიური ბრენდის, „ნეუტრადერმის” წარდგენის ღონისძიება გაიმართა.
ბრენდს 120-წლიანი ისტორიის მქონე, საერთაშორისო კომპანია „ლაბორატორია ჯილბერტი” აწარმოებს. „ნეუტრადერმის“ უპირატესობებს პედიატრიასა და დერმატოლოგიაში ადასტურებს 𝟏𝟎 -წლიანი კვლევები და 𝟒 ეფექტურობის ტესტი, სწორედ ამიტომ, ბრენდის წარდგენა პირველად სამედიცინო საზოგადოებისთვის მოხდა.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ პედიატრი მაია ჩხაიძე, ალერგოლოგი მაია გოთუა და პედიატრ-დერმატოლოგი, ქეთევან ხიშტოვანი. სპეციალურად ამ დღისთვის, საფრანგეთიდან ჩამოვიდა და სიტყვა თქვა „ლაბორატორია ჯილბერტის“ რეგიონალურმა ექსპორტის მენეჯერმა, ბორის ელიზაბეტმა.
კონფერენციას 𝟏𝟎𝟎-ზე მეტი სხვადასხვა პროფილის წამყვანი ექიმი დაესწრო, რომელთა მხრიდან „ნეუტრადერმმა“ დიდი მხარდაჭერა და დადებითი შეფასება დაიმსახურა.
„ნეუტრადერმის” სახის, ტანისა და თმის მოვლის საშუალებები წარმოდგენილია ამერიკასა და ევროპაში. დერმატოლოგიური ხაზის ბრენდი დიდი პოპულარობით სარგებლობს საფრანგეთში, შექმნილია სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის და აღიარებულია ბავშვთა მოვლის ექსპერტად. ფრანგული ბრენდი წარმოდგენილია ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებით და გამოიყენება დაბადებიდან, მთელი ოჯახისთვის.
„ნეუტრადერმის” სრული ასორტიმენტი ხელმისაწვდომია „ფარმსახლისა” და „დოიჩეს” სააფთიაქო ქსელებში.