2022 წლის 2 ივლისს,სასტუმროში „შერატონ ბათუმი“ პრაქტიკული ნეონატოლოგიისა და პედიატრიის თანამედროვე გამოწვევების შესახებ კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა მიიღეს და მიმოიხილეს ნეონატოლოგიისა და პედიატრიის მიმართულებით არსებული საერთაშორისო და ეროვნული სიხალეები, მიღწევები და პრაქტიკული რეკომენდაციები. დამსწრე საზოგადოებას მედიცინის აკადემიურმა დოქტორმა, თსსუ მედიცინის ფაკულტეტის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორმა, ქ–ნ მაია ხერხეულიძემ წარუდგინა თემა „D ვიტამინი – თანამედროვე რეკომენდაციები“.
კონფერენცია „საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის“ ეგიდით, ფარმაცევტული კომპანია „არტ ფარმასა“ და ბრენდი „ვიტაფეროლის“ მხარდაჭერით გაიმართა.