მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული დაავადება ოსტეოართრიტია

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს შო­რის მთა­ვა­რია – თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის უფ­ლე­ბა. საყ­რდენ-მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბე­ბის დიდ ნა­წილს შე­დე­გად მოს­დევს მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა, გაძ­ნე­ლე­ბუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა და ინ­ვა­ლი­დი­ზა­ცი­ის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის მი­მართ ინ­ტე­რე­სი ყო­ველ­თვის მა­ღა­ლი იყო რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის, ასე­ვე მო­სახ­ლე­ო­ბის მხრივ.

რა და­ა­ვა­დე­ბაა ოს­ტე­ო­ართრო­ზი? რო­გო­რია მისი გავ­რცე­ლე­ბის სიხ­ში­რე? რო­გო­რია მისი მარ­თვა 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში? აღ­ნიშ­ნულ კი­თხვებ­ზე კომ­პე­ტენ­ტურ პა­სუხ­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ებს მოგ­ვა­წდ­ვის ექი­მი რევ­მა­ტო­ლო­გი, პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ოს­ტე­­პო­რო­ზის ასო­ცი­­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ნი ლალი კი­ლა­სო­ნია.

თქვენ ოს­ტე­ო­ართრო­ზი ახ­სე­ნეთ, ამი­ტომ პა­ტა­რა გან­მარ­ტე­ბას გა­ვა­კე­თებ. “ოს­ტე­ო­ართრო­ზი’’ ერთ-ერთი ძვე­ლი და­ა­ვა­დე­ბაა მე­დი­ცი­ნა­ში, მას სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე პირ­ველ­ყო­ფი­ლი ადა­მი­ა­ნის და­ა­ვა­დე­ბას უწო­დებ­დნენ და ეს ფაქ­ტი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი იყო ძვე­ლი სა­მარ­ხე­ბის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი და ან­თრო­პო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის შე­დე­გე­ბით. უკა­ნას­კნელ პე­რი­ო­დამ­დე ით­ვლე­ბო­და, რომ და­ა­ვა­დე­ბას სა­ფუძ­ვლად უდევს ხრტი­ლის დე­გე­ნე­რა­ცი­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, მისი რა­ო­დე­ნობ­რი­ვი კლე­ბა, სახ­სარ­ში შე­მა­ვა­ლი და­უც­ვე­ლი ძვლო­ვა­ნი ზე­და­პი­რე­ბი, ხში­რი რე­აქ­ტი­უ­ლი ან­თე­ბა და ტკი­ვი­ლი. აქე­დან გაჩ­ნდა ტერ­მი­ნი “ართრო­ზი’’. დღე­ი­სათ­ვის ეს მო­საზ­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა. მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი კვლე­ვე­ბის შე­დე­გად და­ა­ვა­დე­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც სახ­სრე­ბის ქრო­ნი­კუ­ლი იმუ­ნუ­რი ან­თე­ბა, რო­მელ­საც მოს­დევს სახ­სრის პრა­ტი­კუ­ლად ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტის და­ზი­ა­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ვსა­უბ­რობთ ოს­ტე­ო­ართრიტ­ზე.

და­ა­ვა­დე­ბის პა­თო­გე­ნეზ­ში წამ­ყვა­ნი როლი ენი­ჭე­ბა იმუ­ნურ მე­დი­ა­ტო­რებს, ე.წ. “ცი­ტო­კი­ნებს’’, რო­მელ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე კარ­გად არის შეს­წავ­ლი­ლი ინ­ტერ­ლე­ი­კი­ნი-1 და სიმ­სივ­ნის ნეკ­რო­ზის ფაქ­ტო­რი. ამ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცი­ის ზრდა სახ­სარ­ში, მათი აქ­ტი­ვო­ბის მა­ტე­ბა, იწ­ვევს ხრტი­ლის სინ­თე­ზის დათ­რგუნ­ვას, ქონ­დრო­ცი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის კლე­ბას და მათ აპოპ­ტოზს, მცირ­დე­ბა ხრტი­ლის მე­ტა­ბო­ლიზ­ში მო­ნა­წი­ლე კომ­პო­ნენ­ტის რა­ო­დე­ნო­ბა (პრო­ტე­ოგ­ლი­კა­ნე­ბი, კო­ლა­გე­ნი), მა­ტუ­ლობს კალ­ცი­უ­მის ექ­სკრე­ცია, აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან ოს­ტე­ოკ­ლას­ტე­ბი, რა­საც მოყ­ვე­ბა ძვლო­ვა­ნი ქსო­ვი­ლის კარ­გვა და ოს­ტე­ო­პო­რო­ზი. პათ­ლო­გი­უ­რად შეც­ვლი­ლი ხრტი­ლო­ვა­ნი ქსო­ვი­ლი წარ­მო­შობს ძვლო­ვან წა­ნა­ზარ­დებს (ოს­ტე­ო­ფი­ტე­ბი) – გა­მო­დის, რომ ხდე­ბა სახ­სრის სრუ­ლი კომ­პრო­მე­ტა­ცია, შე­დე­გად ვი­თარ­დე­ბა ტკი­ვი­ლი და მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა.

რო­გო­რია და­­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის სიხ­ში­რე?

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა. ჯან­მოს უკა­ნას­კნე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, დღეს დე­და­მი­წა­ზე 50 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი მე-2 ადა­მი­ა­ნი ავად არის ოს­ტე­ო­ართრი­ტით; ყვე­ლა პო­პუ­ლა­ცი­ა­ში ეთ­ნი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად 50 წლამ­დე პი­რებ­ში ოს­ტე­ო­არ­ტრი­ტის რენტგე­ნო­ლო­გი­უ­რი სიმპტო­მა­ტი­კა 75% სიხ­ში­რით ვლინ­დე­ბა, 50 წლის ზე­ვით 90%-ში და რაც სა­გან­გა­შოა პროგ­ნო­ზირ­დე­ბა ამ მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის გა­ორ­მა­გე­ბა…

ვის ემარ­თე­ბათ ოს­ტე­­ართრი­ტი? აქვს თუ არა მნიშ­ვნე­ლო­ბა სქესს, ასაკს?

ამ კი­თხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი მი­თე­ბი არ­სე­ბობს. რე­ა­ლო­ბა ასე­თია – ერთი კონ­კრე­ტუ­ლი გა­მომ­წვე­ვი ოს­ტე­ო­ართრიტს არ ჰყავს. მაგ­რამ არ­სე­ბო­ბენ რისკ ფაქ­ტო­რე­ბი, რო­მელ­თა პი­რო­ბებ­ში ავა­დო­ბის ალ­ბა­თო­ბა მა­ღა­ლია. ეს არის პირ­ველ რიგ­ში გე­ნე­ტი­კუ­რი ფაქ­ტო­რე­ბი, ჭარ­ბი წონა, თან­და­ყო­ლი­ლი სახ­სრო­ვა­ნი ანო­მა­ლი­ე­ბი (ბრტყე­ლი ტერ­ფი; დისპლა­ზია), გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა (ძა­ლოს­ნე­ბი; ტან­მო­ვარ­ჯი­შე­ბი; ბა­ლე­რი­ნე­ბი). მე ვახ­სე­ნე მი­თე­ბი – ასე­თია მო­საზ­რე­ბა ასა­კო­ვა­ნი პა­ცი­ენ­ტე­ბის სიხ­ში­რის შე­სა­ხებ რაც, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს. მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იშ­ვი­ა­თად შემ­ხვედ­რია 25 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა – სახ­სრო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბის გა­რე­შე. ისე­ვე რო­გორც ბევ­რი სხვა და­ა­ვა­დე­ბა, ოს­ტე­ო­ართრი­ტიც ბავ­შვო­ბი­დან მო­დის, ამი­სათ­ვის არის სა­ჭი­რო მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა და და­ა­ვა­დე­ბის ნა­ად­რე­ვი დაგ­ნოს­ტი­რე­ბა.

რა სიმპტო­მე­ბით ვლინ­დე­ბა და­­ვა­დე­ბა?

ოს­ტე­ო­ართრიტს ორი ძი­რი­თა­დი სიმპტო­მი აქვს. ეს არის ტკი­ვი­ლი და მოძ­რა­ო­ბის შე­ზღუდ­ვა. მაგ­რამ შე­ხე­დეთ რა ხდე­ბა. და­ზი­ა­ნე­ბის პლაც­დარმს წარ­მო­ად­გენს ხრტი­ლი, რო­მე­ლიც არ შე­ი­ცავს ნერ­ვულ და­ბო­ლო­ე­ბებს, ამი­ტომ ხში­რად და­ა­ვა­დე­ბის სა­წყი­სი პე­რი­ო­დი უსიმპტო­მოა; ამ შემ­თხვე­ვებ­ში რე­ა­ლუ­რი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა ხდე­ბა მხო­ლოდ ულტრაბ­გე­რი­ტი კვლე­ვით ან მაგ­ნი­ტურ-რე­ზო­ნან­სუ­ლი ტომ­გრა­ფი­ით. რაც შე­ე­ხე­ბა სქესს, არ­სე­ბობს შემ­დე­გი სტა­ტის­ტი­კა, რომ ოს­ტე­ო­არტთ­რი­ტის სიხ­ში­რე ჭარ­ბობს ხან­დაზ­მულ ქალ­ბა­ტო­ნებ­ში და შე­და­რე­ბით ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცებ­ში.

რო­გორ ხდე­ბა ოს­ტე­­ართრი­ტის თა­ნა­მედ­რო­ვე მკურ­ნა­ლო­ბა?

სა­დღე­ი­სოდ ოს­ტე­ო­ართრი­ტის პა­თო­გე­ნე­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ არ­სე­ბობს. კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა მო­ი­ცავს ორ მი­მარ­თუ­ლე­ბას: სიმპტო­მუ­რი სწრა­ფად მომ­ქმე­დი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა (ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო არას­ტე­რო­ი­დუ­ლი პრე­პა­ა­ტე­ბი; სტე­რო­ი­დე­ბი) და სიმპტო­მუ­რი ხან­გრძლი­ვად მოქ­მე­დი პრე­პა­რა­ტე­ბი ე.წ. სის­ტე­მუ­რი მო­დი­ფი­კა­ტო­რე­ბი ანუ ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რე­ბი. ევ­რო­პის გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნე­ბის, ა.შ.შ-ს კლი­ნი­კურ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რებს სტა­ბი­ლუ­რად უჭი­რავთ სა­პა­ტიო ად­გი­ლი.ვინ არი­ან ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რე­ბი?

თე­ო­რი­უ­ლად ესე­ნი არი­ან ხრტი­ლის მთლი­ა­ნო­ბის დამ­ცვე­ლი, აღ­მდგე­ნი კომ­პო­ნენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს უწყო­ბენ კლი­ნი­კუ­რი სიმპტო­მე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და სახ­სრე­ბის ფუნ­ქცი­ის აღ­დგე­ნას.

ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რებს 30 წელ­ზე მეტი ხნის ის­ტო­რია აქვთ, მათ საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის სა­ხე­ლით იც­ნობ­და მო­სახ­ლე­ო­ბა და მინ­და გი­თხრათ რომ გარ­კვე­უ­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მათ მი­მართ გარ­კვე­უ­ლი, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი სკეფ­სი­სი არ­სე­ბობ­და. არ არ­სე­ბობ­და ამ პრე­პა­რა­ტე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი. ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რე­ბი არ­სე­ბობ­დნენ მხო­ლოდ აბე­ბის სა­ხით, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი იყო მათი ხან­გრძლი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბა მათი და­ბა­ლი ბი­ო­შეღ­წე­ვა­დო­ბის გამო, მას მერე ბევ­რი დრო გა­ვი­და, დღეს მთელს მსოფ­ლი­ო­ში კარ­გად არის შეს­წავ­ლი­ლი ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბა. გაჩ­ნდა პრე­პა­რა­ტე­ბის დიდი არ­ჩე­ვა­ნი (ინ­ტრა­მუს­კუ­ლა­რუ­ლი, სახ­სარ­ში­და ინექ­ცი­ის სა­ხით, აბე­ბი, ად­გი­ლობ­რი­ვად სახ­მა­რი და ა.შ.)

და ორი სი­ტყვით, რო­გორ მუ­შა­­ბენ ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რე­ბი?

ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რე­ბი – გლი­კო­ზა­მი­ნოგ­ლი­კა­ნე­ბი არი­ან, შე­მა­ერ­თე­ბე­ლი ქსო­ვი­ლის ძი­რი­თა­დი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი, რომ­ლე­ბიც მო­თავ­სე­ბულ­ნი არი­ან უჯრედ­შო­რის სივ­რცე­ში და გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ მთელს ორ­გა­ნო­ებ­ში შე­მა­ერ­თე­ბე­ლი ქსო­ვი­ლის ძი­რი­ად ფუნ­ქცი­ებს, რო­გო­რი­ცაა ელას­ტი­უ­რო­ბა, დრე­კა­დო­ბა, წელ­ვა­დო­ბა, მო­ბი­ლუ­რო­ბა – ერთი სი­ტყვით შე­მა­ერ­თე­ბე­ლი ქსო­ვი­ლის ახალ­გაზ­რდო­ბას! ხრტი­ლო­ვან ქსო­ვილ­ში გლი­კო­ზა­მი­ნოგ­ლი­კა­ნე­ბი უერ­თდე­ბი­ან ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვას და ყვე­ლა ის ფუნ­ქცია რო­მე­ლიც უნდა გა­აჩ­ნდეს ჯან­მრთელ ხრტილს ამ ნა­ერ­თის რა­ო­დე­ნობ­რივ და ფუნ­ქცი­ურ სრულ­ფა­სოვ­ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

რა პრინ­ცი­პით ხდე­ბა ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რე­ბის შერ­ჩე­ვა?

პირ­ვე­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რე­ბის და მათ კომ­პლექსში შე­მა­ვა­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის ცნო­ბა­დო­ბა, დოზა, ბი­ო­შეღ­წე­ვა­დო­ბის ხა­რის­ხი, თე­რა­პი­უ­ლი ეფექ­ტი, უსაფრ­თხო­ე­ბა. როცა ლა­პა­რა­კია ხან­გრძლივ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე საქ­მე ეხე­ბა ძი­რი­თა­დად პე­რო­რა­ლურ ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რებს. ეს არ ნიშ­ნავს, რომ ნაკ­ლე­ბად ეფექ­ტუ­რია პრე­პა­რა­ტის ინექ­ცი­უ­რი ფორ­მე­ბი, მაგ­რამ მათ აქვთ გა­მო­ყე­ნე­ბის მკაც­რი რე­ჟი­მი, ლი­მი­ტი­რე­ბუ­ლი, დრო­ში გან­სა­ზღვრუ­ლი, ინ­ტერ­მი­სი­უ­ლი. ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ძალ­ზედ დი­დია. ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ბრენ­დად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს “ართროს­ტო­პი რა­პი­დი პლი­­სი და აი რა­ტომ: პრე­პა­რა­ტი კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლია და მას­ში შე­მა­ვა­ლი გლუ­კო­ზა­მი­ნის სულ­ფა­ტი, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი შეღ­წე­ვა­დო­ბით – წარ­მოდ­გე­ნი­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რი სა­დღე­ღა­მი­სო დო­ზით 1600მგ; გლუ­კო­ზა­მი­ნის სულ­ფატ­თან კომ­ბი­ნა­ცი­ა­შია ქონ­დრო­ი­ტის სულ­ფა­ტი – პრო­ტე­ოგ­ლი­კა­ნი, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით და­ბა­ლი შეღ­წე­ვა­დო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა, მაგ­რამ სრუ­ლი სი­ნერ­გი­ის გამო მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აძ­ლი­ე­რებს თე­რა­პი­ულ ეფექტს. ართროს­ტო­პის” შექ­მნის დროს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ იქნა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბო­ნუ­სი – ბოს­ვე­ლი­ის მჟა­ვა, ეგ­ზო­ტი­კუ­რი მცე­ნა­რის ქერ­ქი, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ე­ბია ცნო­ბი­ლი და მას ბუ­ნებ­რივ არას­ტე­რო­იდს უწო­დე­ბენ მისი ანალ­გე­ზი­უ­რი თვი­სე­ბე­ბის გამო. არ­სე­ბობს კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი, რო­მელ­თა შე­დე­გე­ბი ბოს­ვე­ლი­ის ანალ­გე­ზი­ურ ეფექტს ადას­ტუ­რე­ბენ პროს­ტაგ­ლან­დი­ნე­ბის ინ­ჰი­ბი­ცი­ის შე­დე­გად. ართროს­ტო­პის კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში ბოს­ვე­ლი­ის არ­სე­ბო­ბა მის ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ანალ­გე­ზი­ურ ეფექტს მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის. მე­თილ­სულ­ფო­ნილ­მე­თა­ნი – ორ­გა­ნუ­ლი გო­გირ­დის შემ­ცვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბაა, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი ბი­ო­შეღ­წე­ვა­დო­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა და უშუ­ა­ლოდ მო­ა­წი­ლე­ობს შე­მა­ერ­თე­ბე­ლი ქსო­ვი­ლის მე­ტა­ბო­ლიზ­მში და რაც მთა­ვა­რია ხრტი­ლის კომ­პო­ნენ­ტე­ბის სინ­თეზ­ში. ბუ­ნე­ბა­ში ცნო­ბი­ლი ოცი ტი­პის კო­ლა­გე­ნი­დან ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი, მე­ო­რე ტი­პის კო­ლა­გე­ნი შე­დის ართროს­ტოპ­ში, იგი ხრტი­ლო­ვან ქსო­ვილ­ში ქმნის “კარ­კასს’’ რო­მე­ლიც რე­გე­ნე­რი­რე­ბუ­ლი ქსო­ვი­ლის ელას­ტი­უ­რო­ბას გან­სა­ზღვრავს.

ართროს­ტო­პი (ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რე­ბი) ხან­გრძლი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბის პრო­ცეს­ში იწ­ვე­ვეს ოს­ტე­ო­ართრი­ტის დროს ან­თე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ინ­ტერ­ლე­ი­კინ-1-ის შე­ბოჭ­ვას, რა­საც მოჰ­ყვე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და ანალ­გე­ზი­უ­რი ეფექ­ტი. ხდე­ბა ქონ­დრო­ცი­ტე­ბის, კო­ლა­გე­ნის და ჰი­ა­ლუ­რო­ნის მჟა­ვას გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სინ­თე­ზი, რა­საც მოჰ­ყვე­ბა სახ­სრის ელას­ტი­უ­რო­ბის მა­ტე­ბა და მოძ­რა­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ართროს­ტოპს ახა­სი­ა­თებს მა­ღა­ლი ბი­ო­შეღ­წე­ვა­დო­ბა და უსაფრ­თხო­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ინ­დექ­სი; პრაქ­ტი­კუ­ლად არ აზი­ა­ნებს კუჭ-ნა­ჭ­ლა­ვის ტრაქტს; თან­მხლე­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არც ერთ მე­დი­კა­მენ­ტთან არ შე­დის კონ­ფლიქ­ტში.

ართროს­ტო­პი არ­სე­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვად გა­მო­სა­ყე­ნე­ბე­ლი მა­ლა­მოს სა­ხი­თაც, რო­მელ­საც გა­მო­ხა­ტუ­ლი ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და ანალ­გე­ზი­უ­რი ეფექ­ტი აქვს და სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა ხან­გრძლი­ვი გა­მო­ყე­ნე­ბის დროს.

შე­იძ­ლე­ბა თუ არა ართროს­ტო­პის გა­მო­ყე­ნე­ბა ოს­ტე­­ართრი­ტის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­ში?

ამ­გვა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში, ამ­გვა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გაგ­ვაჩ­ნია ჩვენც. აქ უნდა ვთქვა, რომ სა­ინ­ტე­რე­სო ტენ­დენ­ცია არ­სე­ბობს მთელს მსოფ­ლი­ო­ში; პა­ცი­ენ­ტე­ბი გა­ცი­ლე­ბით მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი არი­ან ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რე­ბის მი­სა­ღე­ბად ვიდ­რე ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის, მგო­ნია ამა­ში ლო­გი­კა არის. რაც შე­ე­ხე­ბა თქვენს კი­თხვას – ოს­ტე­ო­ართრი­ტის პრო­ფი­ლაქ­ტი­კა გა­ცი­ლე­ბით მას­შტა­ბუ­რია, ვიდ­რე მხო­ლოდ ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რე­ბის გამ­ყე­ნე­ბა; მაგ­რამ იმ კონ­ტი­გენ­ტში, რო­მელ­საც რისკ -კონ­ტი­გენ­ტი ჰქვია ართროს­ტო­პის გა­მო­ყე­ნე­ბა ხან­გრძლი­ვი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მარ­თე­ბუ­ლად მი­მაჩ­ნია.

რო­გო­რია რევ­მა­ტო­ლო­გე­ბის მო­ლო­დი­ნი ოს­ტე­­ართრი­ტის მკურ­ნა­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

მიმ­დი­ნა­რე­ობს კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი და დიდი ალ­ბა­თო­ბით მალე გაჩ­ნდე­ბა პა­თო­გე­ნე­ზუ­რი მოქ­მე­დე­ბის პრე­პა­რა­ტი, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, იმუ­ნოპ­რე­პა­რა­ტი იქ­ნე­ბა. ამა­ვე დროს მიმ­დი­ნა­რე­ობს ცნო­ბი­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი მათი ეფექ­ტუ­რო­ბის და­სად­გე­ნად ოს­ტე­ო­ართრი­ტის დროს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა ოს­ტე­ო­ართრი­ტის მკურ­ნა­ლო­ბის ახა­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი, ქონ­დროპ­რო­ტექ­ტო­რე­ბი შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ თა­ვის “ნი­შას’’ მკურ­ნა­ლო­ბის კომ­პლექსში. მე იმე­დი მაქვს.

© ambebi.ge