„ვიადერმის“ და ლაშა უჩავას ერთობლივი რუბრიკა

ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 31 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით,„ფარმსახლის“ სააფთიაქო ქსელში „მარსიანჩიკის“ დღეები გაიმართა.

ღონისძიებები თბილისის, რუსთავისა და თელავის მასშტაბით ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ფარმაცევტულმა კომპანია „არტფარმამ“ 1000-ზე მეტი ბავშვისთვის ნამდვილი მარსიანული დღესასწაულის შექმნა შეძლო.

5 დღის მანძილზე,  „ფარმსახლში“ მისული პატარების განწყობაზე მათმა საყვარელმა და მხიარულმა გმირებმა „მარსიანჩიკებმა“ იზრუნეს, ასევე ადგილზე მოიხატეს სახე, გადაიღეს ფოტოები, ჩაერთვნენ უამრავ თამაშში, დააგემოვნეს გემრიელი ტკბილეული და  გაიხალისეს დღე ფერადი ბუშტებითა და სიუპრიზებით.  აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე მისულ ყველა ბავშვს საჩუქრად გემრიელი და სასარგებლო ვიტამინები „მარსიანჩიკი“ გადაეცა.