6 აპრილიდან, ფარმაცევტული კომპანია „არტფარმა“ მომხმარებელს, ონლაინ სამედიცინო ჩართვებს პროექტ „Liveმედს” შესთავაზებს.
„Liveმედი“კვირაში სამჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს გავა „არტფარმას“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.
ჩართვების ფარგლებში, წამყვანი ექიმები და მედიკოსები ისაუბრებენ საინტერესო, აქტუალურ თემებზე და უპასუხებენ მაყურებლის მიერ დასმულ კითხვებს.
Liveმედის“ საშუალებით, კომპანია ზრუნავს მომხმარებლების ჯანმრთელობაზე და სურს, რომ კარანტინის პერიოდში, ექიმთან კონსულტაცია, სახლიდან გაუსვლელად გახადოს ხელმისაწვდომი.
#დარჩისახლში – ჩვენი ექიმი გიპასუხებთ❗