„ვიადერმის“ და ლაშა უჩავას ერთობლივი რუბრიკა

ფარმაცევტული კომპანია „არტფარმა“ და პროექტი „LIVEმედი“ მომხმარებელს წამყვან ექიმებთან ონლაინ კონსულტაციებს შესთავაზებს. სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შევსებით, რომელიც „არტფარმას“ ოფიციალურ გვერდზე ყოველკვირეულად გამოქვეყნდება, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, აღწერონ საკუთარი ჩივილები და დაელოდნონ შესაბამისი პროფილის ექიმთან გასაუბრებას. პროექტი „LIVEმედის“ მიზანია, პანდემიის პერიოდში, პაციენტებისთვის ექიმთან ონლაინ კომუნიკაცია ხელმისაწვდომი გახადოს.