„ვიადერმის“ და ლაშა უჩავას ერთობლივი რუბრიკა

ზაფხულში, სხეულის იდეალური ფორმების მიღების სურვილით შეპყრობილი, აქტიურად ვიწყებთ ვარჯიშს, ვებრძვით ზედმეტ კილოგრამებს, ცელულიტს, ვირუჯებით…თუმცა  ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება ქვედა კიდურებზე გაჩენილი კაპილარული ქსელი, ფეხების შეშუპება, სიმძიმე, ტკივილი, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურდება ცხელ დღეებში… იცოდით, რომ აღნიშნული სიმპტომები და, მათ შორის ცელულიტიც, ქრონიკული ვენური უკმარისობის ნიშნებია? აღმოჩნდა, რომ არსებობს სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც რეკომენდებულია როგორც სხეულის ლამაზი ფორმებისთვის, ასევე ვენური ჯანმრთელობისთვის. ჯანსაღი სხეულის, მსუბუქი, ლამაზი ფეხების შენარჩუნებისთვის სწორი რეკომენდაციების გასაზიარებლად  ვეწვიეთ ცნობილ ტანმოვარჯიშეს, ტელე-წამყვანსა და „ტანვარჯიშის აკადემიის“ დამფუძნებელს, ქეთი ხატიაშვილს, რომელიც თურმე თავადაც კარგად იცნობს ვენების პრობლემებს და მასთან ბრძოლის საკუთარი მეთოდებიც გააჩნია.

ქეთი : არავისთვის არ არის სიახლე, რომ სპორტი ტრავმებთან არის დაკავშირებული და გამონაკლისი არც მე ვარ. რამდენიმე წლის წინ  დამეწყო ფეხების ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება, რომლებსაც დიდი ყურადღება არ მივაქციე მანამ, სანამ ერთ ფეხზე ვიზუალურად გამოხატული ვენა არ დამეტყო, მარტივად რომ ვთქვა,  „ვენა გამომივარდა“. რა თქმა უნდა,მაშინვე  მივაკითხე ექიმს, რომელმაც ამიხსნა, რომ ეს ქრონიკული ვენური უკმარისობაა, რომელიც მექნება მთელი ცხოვრება და იმისათვის, რომ არ გამწვავდეს და გართულდეს, აუცილებელია ჯანსაღი კვება, ზომიერი ფიზიკური აქტივობა – სპეციალური ვარჯიშებით და ამ დაავადების საპრევენციო – სამკურნალო საშუალებების გამოყენება. რა თქმა უნდა, დღემდე აქტიურად მივყვები რეკომენდაციებს, შევარჩიე მარტივი ვარჯიშებიც და ვენურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის ძალიან ეფექტური და უსაფრთხო ვენოაქტიური ბრენდიც, რის ფონზეც თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ.

–ქეთი, ახსენეთ ზომიერი ფიზიკური აქტივობა – სპეციალური ვარჯიშები, რას გულისხმობთ?

ქეთი :  მას შემდეგ, რაც ვენების პრობლემა აღმომაჩნდა,მოვიძიე უამრავი ინფორმაცია სწორი ვარჯიშის შესახებ, რომელიც იდეალური იქნებოდა მის მოსაგვარებლად. პირველი, ეს გახლავთ ცურვა – რომელიც #1 ფიზიკურ აქტივობად მოისაზრება როგორც ზოგადად ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ასევე ვენებისთვის. ცურვის დროს ძლიერდება კუნთოვანი ტუმბო, რომელიც ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას. მეორე, ეს ფეხით სიარულია, საშუალოდ დღეში 30 წუთი, იდეალურ შემთხვევაში 10 000 ნაბიჯი, აღადგენს მოდუნებულ კუნთებს და ასტიმულირებს სისხლისა და ლიმფის ცირკულაციას. მესამე, ველოსიპედია, მისი დახმარებითაც ჩვენ მაქსიმალურად ვავარჯიშებთ ქვედა კიდურების ვენებსა და კუნთებს. მეოთხე, ყველაზე მარტივი, ფეხების ვარჯიშია. საღამოს, მყარ ზედაპირზე დაწოლილმა, უნდა ავწიოთ ჰაერში ფეხები სანთლისებურად და მორიგეობით ნელ-ნელა მოვხაროთ და გავშალოთ, ამის საშუალებით ჩვენს ფეხებში დაგუბებულ სისხლსა და ლიმფას გადავიტყორცნით ქვემოდან ზემოთ და სიმძიმის შეგრძნებაც გაქრება. რაც მნიშვნელოვანია, აღნიშნული ვარჯიშები ვენური სისტემის სიჯანსაღესთან ერთად, გვეხმარება ვებრძოლოთ ჭარბ წონასა  და ცელულიტს. 

ქეთი, აღნიშნეთ, რომ ვარჯიშთან ერთად, ვენოაქტიური ბრენდიც შეარჩიეთ. შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება?

ქეთი: ზოგადად ძალიან ფრთხილი ვარ, მით უფრო, როცა საქმე ეხება მედიკამენტებსა  და მათზე რეკომენდაციის გაცემას. როდესაც პრობლემის წინაშე დავდექი, უამრავი ინფორმაცია მოვიძიე ე.წ ვენოაქტიური მედიკამენტების შესახებ. ძიების პროცესში მთავარი კრიტერიუმები იყო: სანდო, ცნობილი მწარმოებელი, ბრენდის გამოცდილება, ეფექტი და უსაფრთხოება. სხვადასხვა საიტებზე აღმოვაჩინე ბრენდი „ვარიქსინალი“, რომელსაც ეწერა „EXPERT – science based composition” და ევროპის ქვეყნებში აღიარებული იყო, როგორც „ვენური სისტემის ჯანმრთელობის ექსპერტი“. ძალიან მომეწონა, რომ „ვარიქსინალი“ შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ ინგრედიენტებს და მოქმედებს კომპლექსურად, ანუ აღადგენს კუნთოვან და ვენურ ტონუსს, აუმჯობესებს სისხლისა და ლიმფის მიკროცირკულაციას,  ხსნის სხეულის შეშუპებას, ფეხებში სიმძიმის, წვისა და დაღლილობის განცდას, აფერხებს ცელულიტის განვითარებას. ამასთანავე, გვიცავს ვენური დაავადებისა და კაპილარული ქსელის განვითარებისა და გართულებისაგან. მკურნალობის კურსი დავიწყე „ვარიქსინალის აბისა“ და „ვარიქსინალის გელის“ კომბინაციით, თუმცა დღეს უკვე, როგორც კი ზაფხული დადგა, აქტიურად ვიყენებ „ვარიქსინალის გელს“, რომელსაც საოცარი მატონიზირებელი, გამაგრილებელი ეფექტი აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის ის ასოცირდება ფეხების სიმსუბუქესთან, შვებასთან, სიჯანსაღესთან. წასმისთანავე შეიწოვება და მიხსნის სიმძიმის, დაღლილობის, სიმხურვალის განცდას, შეშუპებას და დისკომფორტს , რომელიც განსაკუთრებით საღამოს, დატვირთული დღის ბოლოს  ან ქუსლიანი ფეხსაცმლით დიდხანს სიარულის შემდეგ ხშირად მაქვს. ზაფხულის მოახლოებისთანავე  „ვარიქსინალის გელი“ დილით ვარჯიშამდე და საღამოს ვარჯიშის შემდეგ  ჩემი დღის რუტინის განუყოფელი ნაწილი ხდება.

  შემიძლია, გითხრათ, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობა, დაბალანსებული კვება და „ვარიქსინალის გელი“ დაგეხმარებათ, შეინარჩუნოთ მოხდენილი, მსუბუქი ფეხები, შემაწუხებელი ჩივილების გარეშე,  და ჯანსაღი სხეული.