ნინო ჩოგოვაძე: “ჭარბი წონა ერთნაირად საზიანოა ორგანიზმისთვის და ნებისმიერი ორგანოთა სისტემისთვის”

Covid-ინფიცირებულ, D ვიტამინის დეფიციტის მქონე პაციენტებში მაღალია სუნთქვის უკმარისობის, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის განვითარების, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანის და ლეტალური შედეგების სიხშირე.

D ვიტამინი საუკუნეზე მეტია რაც იპყრობს მსოფლიო სამედიცინო საზოგადოების ყურადღებას. თუმცა, Covid 19-ის პანდემიის პერიოდში მასზე, როგორც ძლიერ იმუნომოდულატორზე, უფრო აქტიურად საუბრობენ.თუ რა გავლენა აქვს Dვიტამინი იმუნურ სისტემაზე და როგორია თანამედროვე რეკომენდაციები, ამ საკითხზე გვესაუბრება ბ-ნიკახა ვაჭარაძე –  პროფესორი, პულმონოლოგი, თსსუ-ს ფთიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი.

ბ-ნი კახა:დიახ, დღეისათვისთამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ D ვიტამინი ნამდვილად უძლიერესი იმუნომოდულატორია. D ვიტამინი მოქმედებს იმუნური სისტემის ყველა რგოლზე, როგორც თანდაყოლილ, ასევე შეძენილ იმუნურ პასუხზე. D ვიტამინი ასტიმულირებს ორგანიზმში ე.წ „ბუნებრივი ანტიბიოტიკების“ – კათელიციდინებისა და დეფენსინების წარმოქმნას და ავლენს ანტიმიკრობულდა ანტივირუსულ მოქმედებას, ამცირებს ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციებით ავადობის რისკს. სწორედ ამიტომ,D ვიტამინის დეფიციტის მქონე პირებში მაღალია სეზონური, ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციებით, ასევე ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებით, ტუბერკულოზით, პნევმონიით, ასთმით და სხვა ქრონიკული, მწვავე თუ სეზონური ინფექციებით ავადობის რისკი. საინტერესოა ის, რომ ინფექციის მიმდინარეობისას,  D ვიტამინის დამატება აძლიერებს აუტოფაგიურ პროცესს , რაც განაპირობებს  ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას ზრდას უჯრედშიდა პათოგენის (ვირუსების, ბაქტერიების) მიმართ და ასტიმულირებს მათ გამოდევნას. მაგალითად, D ვიტამინის ღრმა დეფიციტის მქონე პირებში D ვიტამინის დამატება 70%-ით ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ინფექციებით ავადობას; იმ პაციენტებში კი, რომლებსაც აქვთ D ვიტამინის არასაკმარისი დონე, D ვიტამინის დამატებარესპირატორულინფექციებს 25%-ით ამცირებს. მოკლედ რომ აღვწეროთ D ვიტამინის იმუნომოდულატორული როლი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთის მხრივ,D ვიტამინი ჩართულია იმუნური უჯრედებისა და ანტისხეულების დონის რეგულირებასა და აქტივობაში, აძლიერებს იმუნიტეტს და იცავს სეზონური, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისაგან, ხოლო მეორეს მხრივ, ამცირებს იმუნური სისტემის ჰიპერაქტივობას და ხელს უწყობს მარეგულირებელი T უჯრედების (Treg) რაოდენობრივ ზრდას.

ბ-ნო კახა, განსაკუთრებით აქტუალური გახდა D ვიტამინი Covid-19-ის პანდემიის დროს, რას გვეტყვით ამის შესახებ?

ბ-ნი კახა: Sars-Cov2-ი თანამედროვე სამყაროს უდიდეს გამოწვევად იქცა, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო D ვიტამინს, რადგან ნანახი იქნა, რომ ამერიკის, ევროპისა და აზიის ქვეყნებში D ვიტამინის დეფიციტი კავშირში იყო Covid-19-ით ინფიცირების, მწვავე მიმდინარეობისა და სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებლებთან.მოგეხსენებათ, ახალი კორონა ვირუსი რესპირაციული დაავადებაა, რომელიც მთავარ ზიანს სწორედ რესპირატორულ ტრაქტს აყენებს და იწვევს ე.წ „ციტოკინურ შტორმს“, რომელიც უდიდეს საფრთხეს უქმნის ადამიანს. D ვიტამინი კიზრდის სასუნთქი სისტემის იმუნო-ბიოლოგიურაქტივობას და მონაწილეობს  ციტოკინების დონის რეგულირებაში, ახდენს პრო-ანთებითი ციტოკინების დონის კორექციას, რაც მეტად მნიშვნელოვანია „ციტოკინურ შტორმის“ დროს. ასევე აღსანიშნავია, რომ D ვიტამინის დეფიციტის ფონზე მატულობს Sars-CoV-2-ის სპაიკ ცილების აქტივობა, რითიც ის იჭრება მასპინძელი ორგანიზმის-ადამიანის უჯრედებში და იწვევს ინფექციის მწვავე მიმდინარეობას. სხვადასხვა კვლევებში ნანახია, რომ Covid-ინფიცირებულ, D ვიტამინის დეფიციტის მქონე პაციენტებში მაღალიასუნთქვის უკმარისობის, მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომის განვითარების, რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანისდა ლეტალური შედეგების სიხშირე.სწორედ ამიტომ, Covid-პანდემიის პირობებში ინფექციის მართვის სხვადასხვა პროტოკოლებში და გაიდლაინებში რეკომენდაციას უწევენ როგორც უშუალოდ საპრევენციოდ, ასევე ინფექციის მიმდინარეობისას და პოსტ-კოვიდურ პერიოდში D ვიტამინის დანამატების გამოყენებას.

ბ-ნო კახა, როგორ უნდა ვიზრუნოთ D ვიტამინის დეფიციტის პრევენციაზე?

ბ-ნი კახა: პანდემიის პირობებში, რადგან იზოლაციის პროცესი, ავადობის მაჩვენებლები, სტრესი, არაბალანსირებული კვება და მზის ჭარბი ინსოლაციის მავნე გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე კიდევ უფრო აღრმავებს დეფიციტის მაჩვენებელს, პაციენტებს ვურჩევთ D ვიტამინის დეფიციტის პრევენციისა და თერაპიის მიზნით მიიღონ D ვიტამინის შემცველი დანამატები. თუმცა, როდესაც საქმე ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს ეხება, დიდი სიფრთხილე გვმართებს. მნიშვნელოვანია, რომ D ვიტამინი მივიღოთ სუფთა სახით, ისეთი დანამატების გარეშე,როგორიც არის გლუტენი, კონსერვანტი, საღებაბი და სხვა;  რადგან D ვიტამინის მიღება რეკომენდებულია ხანგრძლივად, ხოლო აღნიშნული დანამატების არსებობა ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს. ასევე აუცილებელია, რომ D ვიტამინი შეესაბამებოდეს WHO/RDA/EFSA-ს მიერ რეკომენდებულ დოზებს, რათა თავიდან იყოს აცილებული ჰიპერ ან ჰიპო დოზირება. დღეისათვის D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზად ბავშვთა და მოზარდთა ასაკში 400-800 სე, ხოლო მოზრდილთა ასაკში 800-დან 2000 სე არის მოწოდებული. სამკურნალო დოზები განისაზღვრება ინდივიდუალურად. სწორედ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, ჩემს სამედიცინო პრაქტიკაში ვირჩევ ცნობილ ევროპულ, სუფთა სახის D ვიტამინის შემცველ ბრენდს „ვიტაფეროლს“, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნებს და გვაძლევს საშუალებას ეფექტურად, პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით მოვახდინოთ როგორც D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა, ასევე გამოვიყენოთ კომპლექსურ თერაპიაში.„ვიტაფეროლი“ საქართველოში წარმოდგენილია ორი ფორმით. „ვიტაფეროლი“ ემულსია სერტიფიცირებული დოზატორით, რაც განაპირობებს ზუსტ დოზირებას ბავშვებში და „ვიტაფეროლის მეგა D 3“ კაფსულების სახით, ძალიან კომფორტული ფორმა, 12 წლიდან. ვიტაფეროლის მიღების ფონზე ორგანიზმში სწრაფად აღდგება D ვიტამინის ბალანსს ორგანიზმში და მიღებული შედეგი ხანგრძლივად ნარჩუნდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არ შეიცავს მავნე დანამატებს, აქვს მაღალი თერაპიული ეფექტიანობისა და უსაფრთხოების პროფილი, შესაბამისად საპროფილაქტიკოდ მისი მიღება, არ საჭიროებს დამატებით კვლევებს; რეკომენდებულია და უსაფრთხოა ქრონიკული დაავადებების მქონე პირებშიც.

პანდემიის პირობებში, როდესაც მაღალია როგორც Covid-19-ით ინფიცირების, ასევე სეზონური ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციებით ავადობის რისკი, იმუნური სისტემისა და ზოგადად ორგანიზმის სიჯანსაღისთვის, რეკომენდაციასვუწევ „ვიტაფეროლის“საპრევენციო მიზნით მიღებას ოჯახის ნებისმიერი წევრისთვის.