2018 წლის 27-29 სექტემბერს ფარმაცევტული კომპანია “არტფარმას” მონაწილეობით “Courtyard Marriott-ის” საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ინსულტის ასოციაციის მიერ ორგანიზებული მე-7 საერთაშორისო კონგრესი “7th World Stroke Organization Regional Meeting – Stroke Prevention, Diagnoses and Treatment 2018” გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 200-მდე ექიმმა საქართველოდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან.
მოხსენებით წარდგნენ ინსულტის დარგში ექსპერტები აშშ-დან, კანადიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, ხორვატიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოდან და სხვა.