საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): drug
კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ვიტამინები და მინერალები, სილამაზე და ჯანმრთელობა.
მწარმოებელი კომპანია: NEW NORDIC
მწარმოებელი ქვეყანა: შვედეთი
გამოშვების ფორმა: აბი N30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ჰეარ ვოლუმის სპეციალური კომპლექსი ასტიმულირებს თმის ჯანსაღ ზრდას, ანიჭებს მოცულობასა და ბზინვარებას, აჯანსაღებს ორგანიზმს და ალამაზებს შიგნიდან გარეთ.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ვაშლის ექსტრაქტი – შეიცავს ბუნებრივ ზრდის ფაქტორს – პროანტოციანიდინ B2-ს , რომელიც ასტიმულირებს თმის ეპითელიუმის უჯრედებს და აჩქარებს ფოლიკულებში თმის ზრდას.ფეტვისა და შვიტას ექსტრაქტები – ფეტვის ექსტრაქტი შეიცავს დიდი რაოდენობით მილიაცინს, ხოლო შვიტას ექსტრაქტი ბუნებაში არსებულ სხვა მცენარეებთან შედარებით, ყველაზე მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ნატურალურ მინერალს – სილიციუმს. ეს ორი ნივთიერება აუცილებელია თმის ძირებისთვის. ისინი ასტიმულირებენ თმის ზრდას, უნარჩუნებენ თმას მოცულობას, ამაგრებენ თმის ძირებს. ბიოტინი და პანტოთენის მჟავა – B ჯგუფის ვიტამინებია, რომლებიც მონაწილეობენ კანის საფარველისა და თმის ფოლიკულების ნივთიერებათა ცვლაში. ასტიმულირებენ თმის ნორმალურ ზრდას. პასუხს აგებენ კანისა და ფრჩხილების სილამაზეზე. სპილენძი – აუცილებელია თმის პიგმენტაციისთვის, უზრუნველყოფს თმის ბუნებრივი ფერის შენარჩუნებას, ხელს უშლის თმის ნაადრევ გაჭაღარავებას. L-ცისტეინი – არის ამინომჟავა, რომელიც წარმოადგენს ცილა -კერატინის შემადგენელ ნაწილს, ის აუცილებელია თმის სიძლიერისა და ელასტიურობისთვის.
ჩვენებები: ჰეარ ვულუმი გამოიყენება თმის ცვენის, ღერების სისუსტის, მსხვრევადობის, გაყოფილი ბოლოების, გამოშრობა/ცხიმიანობის, ღებვისაგან დაზიანებული თმების კომპლექსური მკურნალობისას.
მიღების წესი და დოზირება: რეკომენდებულია 18 წლიდან, 1 აბი დღეში ერთხელ, კვების დროს, წყლის მიყოლებით.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, 18 წლამდე ასაკი. ორსულობის, ლაქტაციის ან სხვა მედიკამენტებით მკურნალობის დროს მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N30 აბი, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.
ვარგისიანობის ვადა: წარმოებიდან 36 თვის მანძილზე, იხ.შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: New Nordic Healthbrands AB, Södra Förstadsgatan 3, SE – 211 43, Malmö, შვედეთი.
წარმოების მისამართი: Viagatan 16 692 21, Kumla, შვედეთი
წარმოებულია GMP სტანდარტების სრული დაცვით.
არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტენსა და სხვა მავნე დანამატებს, არის ვეგანური.
ვერცხლის ხე შეფუთვაზე ეფექტიანობის, სკანდინავიური მაღალი ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტი.