გამოშვების ფორმა: 40 მლ
რეკომენდებულია 3 წლიდან ბავშვებსა და მოზრდილებში.
პროდუქტის მახასიათებელი: დამამშვიდებელი ინტიმური კრემი Active Oligo Skin Complex -ის 50%-იანი შემცველობით მყისიერად ამშვიდებს და ატენიანებს გაღიზიანებულ კანს, ხსნის დისკომფორტის შეგრძნებას. იცავს კანს გამღიზიანებელი ფაქტორებისაგან. ფიზიოლოგიური pH-ის მეშვეობით არ არღვევს კანის მიკროფლორის ბალანსს. ანიჭებს კანს სირბილესა და კომფორტის შეგრძნებას. მაღალ ტოლერანტული, ძალიან ნაზი, უსუნო ფორმულა.
-
- მყისიერად ხსნის გაღიზიანებას და განიჭებთ კომფორტის შეგრძნებას
- 91%-ით უზრუნველოყოფს ხანგრძლივ დატენიანებას
- 86%-ით აძლიერებს კანის ბარიერს
- 95%-ით ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებას
- 86%-ით ხსნის სიმხურვალისა და დისკომფორტის განცდას
გამოყენების ინსტრუქცია:
ნეუტრადერმის დამამშვიდებელი ინტიმური კრემი დაიტანება ვულვაზე (ქალის გარეთა სასქესო ორგანოები, ბოქვენი, სასირცხვო ბაგეები, კლიტორი), არ ჩამოიბანება. კანი უნდა იყოს მშრალი, დაზიანების გარეშე. ატენიანებს და ამშვიდებს კანს ეპილაციისა და პარსვის შემდეგ. გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად 3 წლიდან, ასევე პუბერტატულ ასაკში, ორსულებში და მენოპაუზის დროს.
ფორმულის უპირატესობები:
- კანის აქტიური ოლიგო კომპლექსი (AOS) 50%: კანის სიჯანსაღისთვის მნიშვნელოვანი მინერალებითა და მიკროელემენტებით მდიდარი შემადგენლობის წყალობით ამშვიდებს კანს, უზრუნველყოფს კანის რემინერალიზაციას, რეგენერაციას, ბარიერული ფუნქციის აღდგენას, ნეიტრალური pH-ისა და ჯანსაღი მიკრობიომის ბალანსის შენარჩუნებას.
- პრებიოტიკი ალფა-გლუკან ოლიგოსაქარიდი: იცავს კანისა და ინტიმური ზონის მიკრობიომის ფიზიოლოგიურ ბალანსს და აძლიერებს მის კონკურენტულ ეფექტს პათოგენური მიკროორგანიზმების წინააღმდეგ.
- მცენარეული ზეთების ნაზავი აუმჯობესებს კანის ბარიერულ ფუნქციას და კანის დატენიანებას.
- ალანტოინი : ამშვიდებს კანს, ანიჭებს ჯანსაღ, გლუვ და რბილ ტექსტურას.
შემადგენლობა: OLIGOACTIVE WATER*, AQUA (WATER) / EAU, CAPRYLIC/CAPRIC TRIGLYCERIDE, GLYCERIN, BUTYROSPERMUM PARKII (SHEA) BUTTER, PROPANEDIOL, SQUALANE, GLYCERYL STEARATE, PEG-100 STEARATE, POLYACRYLATE CROSSPOLYMER-6, BEHENYL ALCOHOL, PENTYLENE GLYCOL, POLYGLYCERYL- 3 DIISOSTEARATE, SACCHARIDE ISOMERATE, ALPHA-GLUCAN OLIGOSACCHARIDE, ALLANTOIN, OLEA EUROPAEA (OLIVE) LEAF EXTRACT, PROPYLENE GLYCOL, CAPRYLYL GLYCOL, TETRASODIUM GLUTAMATE DIACETATE, ETHYLHEXYLGLYCERIN. CITRIC ACID, SODIUM CITRATE.
*MARIS AQUA (SEA WATER) / SEA WATER.