Beauty Magazine აგრძელებს მკითხველისთვის საინტერესო ინფორმაციის მიწოდებას. ბავშვების სწორ ზრდა-განვითარებაზე პედიატრი ნინო სამადაშვილი გვესაუბრა და გვირჩია, თუ რა ვიტამინებისა და მინერალების მიღებაა აუცილებელი პატარებისთვის.
რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვისთვის ვიტამინებისა და მინერალების მიღება და როდის დგება ამის საჭიროება?
ვიტამინები და მინერალები ხელს უწყობენ მზარდი ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვულ-კუნთოვანი, გულ-სისხლძარღვთა, იმუნური სისტემის ფორმირებას და განაპირობებენ ბავშვის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას. დღეს ეკოლოგიურად სუფთა საკვები ნაკლებად ხელმისაწვდომია და ამასთან, ბავშვებს დიდად არ უყვართ ისეთი სასარგებლო საკვები, როგორიცაა ბოსტნეული, თევზეული და ა.შ. საკვების მეშვეობით მათი ორგანიზმის გამდიდრება ვიტამინებითა და მინერალებით ძალიან გართულებულია. დეფიციტი ვითარდება განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როდესაც საკვების ღარიბი არჩევანია, ხშირია ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, გვიწევს სხვადასხვა ჯგუფის მედიკამენტების გამოყენება. გაზაფხულისთვის, კი ბავშვი უკვე დასუსტებულია, ადვილად იღლება, გართულებული აქვს ინფორმაციის აღქმისა და დამახსოვრების უნარი, მიდრეკილია ანემიისკენ. გაზაფხული სწორედ ის პერიოდია, როდესაც მნიშვნელოვანია ბავშვის ორგანიზმის გამდიდრება მისი ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ნუტრიენტებით.
თუ ბავშვი ცუდად იკვებება, როგორია პედიატრის რეკომენდაცია იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ მალნუტრიციით გამოწვეული პრობლემები?
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის შედეგად, მეტად აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს იოდის, რკინის, თუთიისა და ვიტამინი D-ს ნაკლებობა. ამ კონპონენტების დეფიციტი ბავშვებში იწვევს ზრდის, თავის ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარების შეფერხებას, რაც უარყოფითად აისახება ინტელექტუალურ განვითარებაზე, შესაბამისად, აკადემიურ მოსწრებაზე, ფარისებრი ჯირკვლისა და იმუნური სისტემის ფუნქციობაზე. მნიშვნელოვან ფაქტორს ბავშვის დღიური რაციონი წარმოადგენს. აუცილებელია ასევე ჰაერზე ყოფნა, სპორტი და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესი. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ რეკომენდაციით, თუ საკვებით ვერ ხდება ბავშვის ორგანიზმში ნუტრიენტების ბალანსის აღდგენა, მნიშვნელოვანია საკვები დანამატების ბალანსირებული კომპლექსის გამოყენება, რეკომენდებული სადღეღამისო დოზების გათვალისწინებით.
ექიმები ხშირად უნიშნავენ პატარებს „მარსიანჩიკს”, არის ამ ბრენდის უპირატესობა?
„მარსიანჩიკი სიროფი“ იცავს ბავშვის იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს მადას და ინტენსიური ზრდის პერიოდში, ამდიდრებს ორგანიზმს ყველა საჭირო ვიტამინითა და მინერალით. როდესაც გაზაფხულის დადგომასთან ერთად მშობელი მომმართავს ჩივილით, რომ ბავშვი დასუსტებულია, ადვილად იღლება, ცუდად იკვებება, მიდრეკილია ანემიისკენ, კანი გამომშრალი აქვს და აღენიშნება ჰიპოვიტამინოზისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები, ვირჩევ „მარსიანჩიკს ინულინით“. ეს გახლავთ ბალანსირებული, სადღეღამისო რეკომენდებული დოზებით წარმოდგენილი კომბინაცია , რომელიც ეხმარება ბავშვის ორგანიზმს აღიდგინოს რკინის, იოდის, თუთიის, სელენიუმის და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების ბალანსი და ინულინის დახმარებით გააუმჯობესოს ამ კომპონენტების კუჭ-ნაწლავიდან ათვისება. მნიშვნელოვანია, რომ „მარსიანჩიკის“ ბრენდი არ შეიცავს შაქარს, ასპარტამს, გლუტენს, ხელოვნურ კონსერვანტებსა და საღებავებს, ამიტომ სრულიად უსაფრთხოა მისი გამოყენება 3 წლის ასაკიდან. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მას რეკომენდაციას უწევს საქართველოს პედიატრთა აკადემია. ყველა პატარას ვუსურვებ ჯანმრთელობას და ჯანსარ ზრდა-განვითარებას.
ბავშვის სწორ ზრდა-განვითარებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე მედიკოსებთან ინტერვიუები ხორციელდება ფარმაცევტული კომპანია „არტფარმას” მხარდაჭერით.