საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): drug
კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, იმუნიტეტის გაძლიერება, ენერგია, ძალების აღდგენა და ორგანიზმის სიჯანსაღე
მწარმოებელი კომპანია: New Nordic
მწარმოებელი ქვეყანა: შვედეთი
გამოშვების ფორმა: აბი N60
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა: 2 აბი(დღიური დოზა) შეიცავს მცენარეულ ექტრაქტებს: ნიორის (Allium sativum) ექსტრაქტი 3:1- 100მგ; ციტრუსის (Citrus aurantium L.) რბილობი ექსტრაქტი, (35% ბიოფლავონოიდები) – 60 მგ; კურკუმა (Curcuma longa L.), რიზომის ექსტრაქტი 30:1 – 50მგ; ჭინჭრის (Urtica dioica L.) ფოთლის ექსტრაქტი 5:1 -43 მგ; მოცვის (Vaccinium myrtillus L.) ექსტრაქტი 5:1 – 40 მგ; ჩინური შიზანდარა (Schisandra chinensis (თურქ.) Baill.) ხილის ექსტრაქტი 5:1 -30 მგ; ფენგრიკი (Trigonella foenum-graecum L.), თესლის ექსტრაქტი 5:1 -30 მგ; ცხენისკუდას (Equisetum arvense L.), ბალახის ექსტრაქტი, (7% სილიციუმი) -30მგ; შტოშის (Vaccinium macrocarpon Ait.) ექსტრაქტი 15:1 – 24,50 მგ; ჯანჯაფილის (Zingiber officinalis Roscoe) ფესვის ექსტრაქტი (5% ჯინჯეროლი) -20 მგ; სამკურნალო წიწაკა (Capsicum annuum L.) экстракт плодов, 4:1 – 20 მგ; გოგრის (Curcubita pepo L.) თესლის ექსტრაქტი 4:1 – 40 მგ; ყურძნის (Vitis vinifera L.) წიპწების ექსტრაქტი 25:1, (40% პროანტოციანიდინები) 15 მგ; თუთია 22,50 მგ; ვიტამინი B3 18 მგ NE; ვიტამინი E 10.08 მგ α-TE; რკინა 7 მგ; პანტოტენის მჟავა (B5) 6 მგ; ვიტამინი B6 3 მგ; მანგანუმი 2,50 მგ; ვიტამინი B2 2,10 მგ; სპილენძი 2 მგ; ვიტამინი B1 2მგ; ვიტამინი A 800 მკგ RE; ფოლიუმის მჟავა 200 მკგ; იოდი 132 მკგ; ბიოტინი (B7) 80 მკგ; ქრომი 50 მკგ; სელენი 50 მკგ; ვიტამინი D3 5 მკგ; (200IU); ვიტამინი B12 4 მკგ;
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ვიტამინებისა და მინერალების უნიკალური კომპლექსი 13 მცენარეულ ექსტრაქტთან ერთად იმუნიტეტის, ენერგიის, ამტანობის, გონებრივი აქტივობის შესანარჩუნებლად.
ფარმაკოლოგიური თვისებები: შვედი მეცნიერების სპეციალური რეცეპტის საშუალებით შემუშავებული „ხალხური აბი“ (თარგმანი ფოლკ ეპილენი) შეიცავს სკანდინავიურ, ტრადიციულ მედიცინაში გამოყენებული 13 მცენარის: – ნივრის, ჩინური შიზანდრას, ჭინჭრის, მოცვის, ჯანჯაფილის, პაპრიკას, კურკუმას, ფენგრიკის, შტოშის, გოგრის და ყურძნის ექსტრაქტებისა და ორგანიზმისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინებისა და მინერალების უნიკალური კომპლექსს, რომელთა ერთობლივი სინერგული მოქმედება აძლიერებს იმუნურ სისტემას, ზრდის ორგანიზმის ადაპტოგენურ უნარებს, გააჩნია ძლიერი მატონიზირებელი და ენერგომასტიმულირებელი მოქმედება. უნარჩუნებს ორგანიზმს ფიზიკურ და ენერგეტიკულ ბალანსს.
ჩვენებები: იმუნიტეტის გაძლიერება სეზონური და ქრონიკული ინფექციების წინააღმდეგ, მწვავე რესპირატორული ტრაქტის ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკა/კომპლექსური თერაპია, მორეციდივე ანთებითი დაავადებების შედეგად განვითარებული იმუნოდეფიციტი, ეპიდემია/პანდემიის დროს, გახანგრძლივებული ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, ხშირი ავადობა, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების პრევენცია/მკურნალობა რისკის ჯგუფებში: ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ავადობის შემდგომი უენერგიობა, სისუსტე, კოგნიტური დარღვევები, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი. ორგანიზმის ადაპტოგენური უნარების გაზრდა კლიმატური და სეზონური ცვლილებებისას.
მიღების წესი და დოზირება: რეკომენდებულია 18 წლიდან, 2 აბი დღეში, კვების დროს, წყლის მიყოლებით.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, 18 წლამდე ასაკი. ორსულობის, ლაქტაციის ან სხვა მედიკამენტებით მკურნალობის დროს მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N60 აბი, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.
ვარგისიანობის ვადა: წარმოებიდან 36 თვის მანძილზე, იხ.შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: New Nordic Healthbrands AB, Södra Förstadsgatan 3, SE – 211 43, Malmö, შვედეთი.
წარმოების მისამართი: Viagatan 16 692 21, Kumla, შვედეთი
წარმოებულია GMP სტანდარტების სრული დაცვით.
არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტენსა და სხვა მავნე დანამატებს, არის ვეგანური.
ვერცხლის ხე შეფუთვაზე ეფექტიანობის, სკანდინავიური მაღალი ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტი.