„არტფარმას“ პორტფოლიოს კიდევ ერთი ახალი პრემიუმ ხარისხის ბრენდი „ფეროკომბი“ დაემატა, რომელიც წარმოადგენს რკინის დეფიციტისა და ანემიის საპრევენციო ინოვაციურ კომპლექსს.
„ფეროკომბის“ მაღალტექნოლოგიურ აბში წარმოდგენილია რკინისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ნუტრიენტების ინოვაციური კომბინაცია და გამოირჩევა ეფექტიანობისა და უსაფრთხოების მაღალი პროფილით.
„ფეროკომბის“ მიღება 12 წლიდან შეიძლება და რეკომენდებულია ორსულობისა და ლაქტაციის დროს, დიაბეტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ღვიძლის, თირკმლისა და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის.
„ფეროკომბის“ მწარმოებელია ჩეხური ფარმაცევტული კომპანია „ვალმარკი“, რომელიც OTC პრეპარატებისა და საკვები დანამატების წარმოების მიმართულებით #1 ადგილს იკავებს ევროპაში.