გამოშვების ფორმა: 100მლ, 200მლ, 500მლ, 1ლ (სახე, ტანი)
განკუთვნილია მგრძნობიარე, სიმშრალისა და დაჭიმულობისკენ მიდრეკილი მშრალი კანისათვის.
რეკომენდებულია როგორც ჩვილებში, ასევე ბავშვებსა და მოზრდილებში.
პროდუქტის მახასიათებელი: არ აღიზიანებს კანის ჰიდროლიპიდურ ფენას. აძლიერებს კანის ბარიერულ ფუნქციას. იცავს ეპიდერმისს ხისტი წყლის ზემოქმედებისგან, ანიჭებს კანს სირბილეს, კომფორტის შეგრძნებასა და სასიამოვნო სურნელს.
- წმენდს კანს ნაზად და ეფექტურად.
- საფუძვლიანად აშორებს ჭუჭყს.
- ანიჭებს კანს სირბილესა და ხავერდოვნებას.
- არ წვავს თვალებს, ადვილად ჩამოიბანება.
გამოყენების ინსტრუქცია:
დაიტანება ნოტიო კანზე, ქაფდება და ჩამოიბანება. (სახე, ტანი) უსაფრთხოა ყოველდღიური და ხშირი გარეგანი გამოყენებისას, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, როგორც ჩვილებში, ასევე ბავშვებსა და მოზრდილებში. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებსა და სიცხეს.
ფორმულის უპირატესობები:
- კანის აქტიური ოლიგო კომპლექსი (AOS) 5%: კანის სიჯანსაღისთვის მნიშვნელოვანი მინერალებითა და მიკროელემენტებით მდიდარი შემადგენლობის წყალობით ამშვიდებს კანს, უზრუნველყოფს კანის რემინერალიზაციას, რეგენერაციას, ბარიერული ფუნქციის აღდგენას, ნეიტრალური pH-ისა და ჯანსაღი მიკრობიომის ბალანსის შენარჩუნებას.
- ტკბილი ნუშის ზეთი: ინტენსიურად ატენიანებს კანს და ხელს უწყობს მის რეგენერაციას, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას.
- მცენარეული წარმოშობის გლიცერინი ატენიანებს კანს, ტოვებს მასზე დამცავ ფირს
შემადგენლობა: AQUA (WATER) / EAU, OLIGOACTIVE WATER(1), SODIUM LAURETH SULFATE, GLYCERIN, PARFUM (FRAGRANCE), PEG-7 GLYCERYL COCOATE, DISODIUM LAURETH SULFOSUCCINATE, COCAMIDOPROPYL BETAINE, LAURETH-2, PANTHENOL, PRUNUS AMYGDALUS DULCIS (SWEET ALMOND) OIL, PROPYLENE GLYCOL, TOCOPHEROL, OLEA EUROPAEA (OLIVE) LEAF EXTRACT, HYDROGENATED PALM GLYCERIDES CITRATE, COCO-GLUCOSIDE, GLYCERYL OLEATE, PEG-120 METHYL GLUCOSE DIOLEATE, PEG-6, SODIUM CHLORIDE, TETRASODIUM GLUTAMATE DIACETATE, CITRIC ACID, SODIUM BENZOATE, POTASSIUM SORBATE, CARAMEL..
(1) = MARIS AQUA (SEA WATER) / EAU DE MER