საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): drug
კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები იმონოლოგია – იმუნომოდულატორები
მწარმოებელი კომპანია: “One Pharma s.r.o.”
მწარმოებელი ქვეყანა: სლოვაკეთის რესპუბლიკა
გამოშვების ფორმა: კაფსულა N90
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა:
ფარმაკოლოგიური მოქმედება: აძლიერებს იმუნურ სისტემას, განაპირობებს ორგანიზმის ბრძოლის უნარის ამაღლებას სხვადასხვა ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ. სწრაფად ამცირებს რესპირატორული ტრაქტის ინფექციების, მათ შორის COVID-19 სიმპტომებს, დაავადების მიმდინარეობის ხანგრძლივობას, რეკონვალესცენციის პერიოდს. აძლიერებს ენერგიას, სწრაფად აღადგენს კოგნიტურ უნარებს, განაპირობებს ორგანიზმის სწრაფ დეტოქსიკაციასა და გამოჯანმრთელებას. უზრუნველყოფს ლორწოვანი გარსის სიჯანსაღესა და უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან, მათი მთლიანობის შენარჩუნებასა და სწრაფ აღდგენას. იცავს ორგანიზმს ხშირი ავადობისგან/ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების რეციდივებისგან. გააჩნია ორგანოპროტექტორული მოქმედება რისკის ჯგუფის პაციენტებში.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
- ბუნებრივი კომპონენტები: კვერცეტინი, კურკუმინი, პიპერინი, გლიცირიზინი, მწვანე ჩაი და მასში შემავალი: პოლიფენოლები, კატექინები, ეპიგალოკატექინ-3- გალატი ( EGCG) – იწვევენ იმუნური სისტემის შემადგენელი კომპონენტების აქტივაციას, თავისუფალი რადიკალების განეიტრალებასა და ანტიოქსიდაციურ მოქმედებას. მათ კომბინირებულ მოქმედებასთან არის დაკავშირებული: ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედება, ორგანოპროტექტორული და ანტიკანცეროგენული ეფექტები, დადებითი გავლენა მეტაბოლურ პარამეტრებზე. აღნიშნული კომპონენტები განსაკუთრებული სინერგიზმით გამოირჩევიან, რაც აძლიერებს მათ სასარგებლო მოქმედებას ორგანოებსა და ორგანოთა სისტემაზე. ბუნებრივი კომპონენტები უზრუნველყოფენ კოვირინში შემავალი ვიტამინებისა და მინერალების სრულყოფილ ათვისებას.
ვიტამინები და მინერალები:
- Vit A, vit C, vit D, vit B6 და Zn სინერგული მოქმედება : სწრაფი და ხანგრძლივი იმუნომოდულაციური ეფექტი
- vit A, vit B2, vit B3 სინერგული მოქმედება: ლორწოვანის დაცვა, სწრაფი აღდგენა და იმუნური სისტემის ბარიერული ფუნქციის გაუმჯობესება
- vit B2, vit C, vit E, Zn, SE სინერგული მოქმედება: უჯრედების დაცვა ოქსიდაციური სტრესისგან, ენერგიისა და მეტაბოლიზმის გაუმჯობესება
- vit B2, vit B3, vit B6, vit B9,vit B12, vit C სინერგული მოქმედება: ენერგიის სწრაფი აღდგენა, გუნება-განწყობის გაუმჯობესება, მეხსიერებისა და სხვა კოგნიტური უნარების სწრაფი აღდგენა
ჩვენებები:
- მწვავე რესპირატორული ტრაქტის ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკა/კომპლექსური თერაპია
- Covid-19
- მორეციდივე ანთებითი დაავადებების შედეგად განვითარებული იმუნოდეფიციტი
- იმუნიტეტის გაძლიერება სეზონური ინფექციებისას, ეპიდემია/პანდემიის დროს
- გახანგრძლივებული ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები (მათ შორის გახანგრძლივებული ე.წ. „ლონგ კოვიდი“)
- ხშირი ავადობა
- ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების პრევენცია/მკურნალობა რისკის ჯგუფებში: ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები
- ავადობის შემდგომი უენერგიობა, სისუსტე, კოგნიტური დარღვევები
- ორგანიზმის დეტოქსიკაცია სხვადასხვა პათოლოგიების დროს
- ხშირი მოგზაურობისას სხვადასხვა ინფექციებისგან ორგანიზმის დაცვა
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, 18 წლამდე ასაკი
მიღების წესი და დოზირება: რეკომენდებულია მოზრდილებში, 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში (2 კაფსულა დღეში), ჭამის დროს, ან ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობით სითხესთან ერთად.
სიფრთხილის ზომები: განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილთათვის, 18 წლიდან.
ორსულობის, ლაქტაციის ან სხვა მედიკამენტებით მკურნალობის დროს კოვირინის მიღებამდე, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
ნუ გადააჭარბებთ დღიურ რეკომენდებულ დოზას. პროდუქტი არ ანაცვლებს საკვებს.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N90 კაფსულა, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი. არ შეცავს ლაქტოზას, გლუტენს, ხელოვნურ დამატკბობლებს, საღებავებს.
ვარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: ,,One Pharma s.r.o,’’ სლოვაკეთის რესპუბლიკა