ნაზი გამწმენდი წყალი 3/1-ში (სახე, ტანი, თმა)
გამოშვების ფორმა: 200მლ, 400მლ
განკუთვნილია ბავშვის მგრძნობიარე კანისათვის (სახე, ტანი, თმა), დაბადებიდან
პროდუქტის მახასიათებელი: ნაზი, დამზოგველი, მაღალტოლერანტული, ჰიპოალერგიული, pH ნეიტრალური ფორმულა არაწებოვანი ტექსტურით. წმენდს სახეს, სხეულსა და ინტიმურ ზონას მხოლოდ ერთი გამოყენებით. ასევე გამოიყენება დაუმორჩილებელი თმის დასავარცხნად და ფორმის მისაცემად.
პროდუქტის უპირატესობები:
- ზრუნავს ბავშვის მგრძნობიარე კანზე და იცავს გამოშრობისაგან
- ეფექტურად ასუფთავებს კანს
- აქრობს გაღიზიანებასა და სიწითლეს
- არ საჭიროებს ჩამობანას
- აადვილებს თმის ვარცხნას
- აქვს სასიამოვნო გამყოლი სურნელი
- იცავს საფენით გამოწვეული სიწითლისა და გაღიზიანებისაგან
გამოყენების ინსტრუქცია:
დაიტანეთ ბამბის დისკით ბავშვის სახეზე, სხეულსა და ინტიმურ ზონაზე, კანის სრულ გასუფთავებამდე.
ასევე გამოიყენება დაუმორჩილებელი თმისთვის -დაიტანეთ მცირე რაოდენობა სავარცხელზე და ჩამოვარცხნეთ. არ საჭიროებს ჩამობანას.
უსაფრთხოა ყოველდღიური და ხშირი გარეგანი გამოყენებისას, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, როგორც ჩვილებში, ასევე ბავშვებში.
ფორმულის უპირატესობები:
- კანის აქტიური ოლიგო კომპლექსი (AOS): კანის სიჯანსაღისთვის მნიშვნელოვანი მინერალებითა და მიკროელემენტებით მდიდარი შემადგენლობის წყალობით ამშვიდებს კანს, უზრუნველყოფს კანის რემინერალიზაციას, რეგენერაციას, ბარიერული ფუნქციის აღდგენას, ნეიტრალური pH-ისა და ჯანსაღი მიკრობიომის ბალანსის შენარჩუნებას.
- ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტი: ანიჭებს კანს კომფორტის შეგრძნებას
არ შეიცავს: პარაბენებს, ფენოქსიეთანოლს, მეთილისოთიაზოლინონს ( კონსერვანტი), მინერალურ ზეთს, ფტალატებს, ბენზოფენონს, ცხოველურ ინგრედიენტებს, ესენციურ ზეთებს, PEG-ს (გამწმენდი აგენტი).
შემადგენლობა: OLIGOACTIVE WATER(1), AQUA (WATER) / EAU, PROPANEDIOL, GLYCERIN, POLYSORBATE 20, ALPHA-GLUCAN OLIGOSACCHARIDE, OLEA EUROPAEA (OLIVE) LEAF EXTRACT, PARFUM (FRAGRANCE), TETRASODIUM GLUTAMATE DIACETATE, DECYLENE GLYCOL, CAPRYLYL GLYCOL, PROPYLENE GLYCOL, CITRIC ACID, SODIUM BENZOATE.
(1) = MARIS AQUA (SEA WATER) / EAU DE MER