კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, ვიტამინები და მინერალები, მხედველობის სიჯანსაღე
მწარმოებელი კომპანია: New Nordic
მწარმოებელი ქვეყანა: შვედეთი
გამოშვების ფორმა: აბი N60
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ბლუ ბერის სპეციალური კომპლექსი ხელს უწყობს თვალის დაღლილობის შემცირებას, გაღიზიანებას, სიმშრალესა და ცრემლდენას, აუმჯობესებს მხედველობას სიბნელეში, იცავს თვალს გარემოს დამაზიანებელი ფაქტორებისგან, ოქსიდაციური სტრესისგან და უნარჩუნებს მხედველობის სიმახვილეს.
ფარმაკოლოგიური თვისებები: მოცვის ექსტრაქტი – შეიცავს ანტოციანოზიდებს, რომლებიც აუმჯობესებენ მხედველობის სიმახვილეს და ხედვას სიბნელეში. აქვთ ანტიოქსიდანტური, ანთების საწინააღმდეგო და ანგიოპროტექტორული მოქმედება. ხელს უწყობს როდოფსინის რეგენერაციას, აუმჯობესებს ბადურა გარსის ტროფიკას, ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას, იცავს თვალებს ულტრაიისფერი სხივებისა და თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან. სამკურნალო კორდისკბილას ექსტრაქტი – შეიცავს ორგანულ მჟავებს, ფლავანოიდებს, გლიკოზიდებს და ტანინს. ხელს უწყობს ბადურის და მხედველობის ნორმალურ ფუნქციონირებას. ხსნის თვალების სიწითლესა და ცრემლდენას. მარიგოლდის ყვავილის ექსტრაქტი შეიცავს ლუთეინს- მაკულას პიგმენტს, რომელიც პასუხისმგებელია ცენტრალურ მხედველობაზე. ამცირებს თვალის სიწითლეს, ქავილსა და ცრემლდენას, იცავს თვალს მკვეთრი სინათლის სხივების ზემოქმედებისაგან. ყურძნის წიპწების ექსტრაქტი – შეიცავს პოლიფენოლებს, რომლებსაც გააჩნიათ ანტიოქსიდანტური თვისებები. თვალის ბადურაში ამაგრებენ კაპილარების კედლებს და აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას. ამცირებს შეშუპებას და თვალის ასაკობრივი დაავადებების განვითარების რისკს
ჩვენებები: რეკომენდებულია თვალების სიჯანსაღისა და მხედველობის სიმახვილისთვის სხვადასხვა დაავადებებისა და მდგომარეობების დროს, მათ შორის რეკომენდებულია მათთვის, ვინც ბევრს კითხულობს, მართავს ავტომობილს, დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან, ატარებს სათვალეს ან კონტაქტურ ლინზებს. ბადურას ასაკობრივი ცვლილებების დროს, ბადურა გარსის სისხლძარღვების ოკლუზიის ან დისტროფიული დაავადებების დროს. თვალის ტრავმის ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
მიღების წესი და დოზირება: რეკომენდებულია 18 წლიდან, 2 აბი დღეში, კვების დროს, წყლის მიყოლებით.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, 18 წლამდე ასაკი. ორსულობის, ლაქტაციის ან სხვა მედიკამენტებით მკურნალობის დროს მიმართეთ ექიმს.
შენახვის პირობები: ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N60 აბი, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი.
ვარგისიანობის ვადა: წარმოებიდან 36 თვის მანძილზე, იხ.შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: New Nordic Healthbrands AB, Södra Förstadsgatan 3, SE – 211 43, Malmö, შვედეთი.
წარმოების მისამართი: Viagatan 16 692 21, Kumla, შვედეთი
წარმოებულია GMP სტანდარტის სრული დაცვით.
არ შეიცავს ლაქტოზას, გლუტენსა და სხვა მავნე დანამატებს, არის ვეგანური.
შეფუთვაზე ვერცხლის ხის ლოგო სკანდინავიური მაღალი ხარისხის, ეფექტიანობისა და უსაფრთხოების გარანტი.