Beauty magazine-ს წარდგინების ოფიციალური პარტნიორი ვიადერმი იყო

5 ივლისს, კრწანისის რეზიდენციის კომპლექსში ონლაინ გამოცემა Beauty Magazine-ის ოფიციალური წარდგენა გაიმართა. ღონისძიებაზე სარედაქციო გუნდმა სტუმრებს Beauty Magazine-ის მიზანი და სამომავლო გეგმები გააცნო.

ღონისძიებას დაესწრნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, Beauty Magazine-ის რესპოდენტები, პარტნიორები და მედიის წარმომადგენლები. დასასრულს, უამრავი სასიამოვნო პრიზი გათამაშდა. საჩუქრები დააწესეს: ყველა სააფთიაქო ქსელმა საქართველოში, ასევე სილამაზის სალონებმა, „თაიმმა“, პანდორამ“, „ტიფანი ტერასამ“ და სხვა კომპანიებმა.

ღონისძიების ოფიციალური პარტნიორი იყო „ვიადერმი – პირველი ნუტრიკოსმეტიკური ბრენდი საქართველოში.