BEAUTY MAGAZINE-ის წარდგენა კრწანისის რეზიდენციის კომპლექსში

Glitter Party – ასე ერქვა Beauty Magazine-ის პირველ ოფიციალურ წარდგენას, რომელიც 5 ივლისს, კრწანისის რეზიდენციის კომპლექსში გაიმართა. სტუმრებს Beauty Magazine-მა სიბრჭყვიალე, საზაფხულო ფერები, პოზიტიური განწყობა და ულამაზესი გარემო დაახვედრა. სტუმრებს შორის იყვნენ გამოცემის პარტნიორები, მედიის წარმომადგენლები, ექიმები, ესთეტიკური მედიცინის სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. ღონისძიების ძირითად ნაწილში სარედაქციო გუნდმა შეკრებილ საზოგადოებას გამოცემის მიზანი და სამომავლო გეგმები გააცნო.

Beauty Magazine-ის რედაქტორი, გვანცა დელიბაშვილი: „Beauty Magazine დიდი ხანი არ არის რაც არსებობს, მაგრამ უკვე ჰყავს ერთგული მკითხველი, რომელიც ყოველდღიურად იღებს საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიც არის თავის მოვლა, სილამაზე, ჯამრთელობა, მოგზაურობა, მოდა, ტრენდები… ცოტა ხნის წინ, Beauty Magazine-ის პლატფორმაზე შეიქმნა „ირის ვლოგი“, რომლის საშუალებითად მეიქ აფ არტისტი, ირი ჭიკაზე მომხმარებელს საინტერესო და აქტუალურ ინფორმაიას უზიარებს მაკიაჟისა და თავის მოვლის შესახებ. გარდა ამისა, Beauty Magazine-ზე მალე გააქტიურდება ბლოგი მოგზაურობის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებას და დაგვეხმარება, საქართველოს ნაკლებად პოპულარული, ულამაზესი ადგილების აღმოჩენაში. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მკითხველისთვის საინტერესო და ღირებული კონტენტი, დავამყაროთ საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან და რესპოდენტებთან.“

სალი ციცვიძე, Beauty Magazine-ის ბრენდ მენეჯერი: „ამ ეტაპზე ჩვენი გამოცემა უკვე ძალიან პოპულარული და კითხვადია. ჩვენი მკითხველის რაოდენობა, საბედნიეროდ, დღით-დღე იზრდება და ეს არ არის ჩემი სუბიექტური აზრი, ეს არის ანალიტიკის შედეგები, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაკვირდებით. ვახდენთ ანალიზს – თუ რა თემები აინტერესებს მკითხველს ყველაზე მეტად და როგორ უნდა მივაწოდოთ მათ ეს ინფორმაცია. როგორც უკვე იცით, „ბიუთი მეგეზინი“ ეხება უამრავ საინტერესო და აქტუალურ თემას, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო გავაფართვოთ ჩვენი არეალი და დავამყაროთ საქმიანი ურთიერთობები, პარტნიორობა სხვადასხვა სფეროში მომუშავე კომპანიებთან. განსაკუთრებულად მინდა ხაზი გავუსვა სილამაზისა და თავის მოვლის, ასევე ჯანმრთელობის, მოდისა და მოგზაურობის მიმართულებებს. ჩვენი მოქნილი და ინდივიდუალური პაკეტები ჩვენს დამკვეთებს და პარტნიორებს საშუალებას მისცემს, რომ მაქსიმალური სარგებელი და შედეგი მიიღონ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება სასასრგებლო და ახალი ინფორმაცია მივაწოდოთ მკითხველს. ასე რომ, ღია ვართ საქმიანი ურთიერთობებისთვის, პარტნიორობისთვის და რაც მთავარია მეგობრობისთვის.“

ღონისძიების ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ უამრავი სასიამოვნო პრიზი გათამაშდა, რომელიც Beauty Magazine-ის პარტნიორებმა სტუმრებისთვის დააწესეს. მათ შორის იყო „თაიმის,“ “პანდორას,” „პრემიერ სპა და დიბი ცენტრის,“ „ორგანიკ ლაბის,“ „ნეო ნეოს,“ „სოლო პერ ტეს,“ „კიკალა სტუდიოს“, ფარმაცევტული კომპანია „არტ ფარმას,“ „ერგოლაინის,“ „ჯიპისის,“ „პე ეს პეს,“ “ბოდი ქეას,“ „ტიფანი ბარი და ტერასას,“ „კეუნის“, “ფარმსახლის,“ „ავერსისა“ და Beauty and the box-ის საჩუქრები.

ღონისძიებსი მთავარი პარტნიორი იყო „ვიადერმი“ – პირველი ნუტრიკოსმეტიკური ბრენდი საქართელოში.

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა DJ ანა სიუ.

       

© Beautymagazine.ge