25 ივნისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით, ფარმაცევტული კომპანია „არტფარმას“ ორგანიზებითა და საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით, განხორციელდება კამპანია „ზრუნვა ბავშვის ჯანმრთელობაზე დაბადების პირველივე დღიდან“.
პროექტის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში, 3000-მდე ახალშობილს საჩუქრად გადაეცება ევროპული მედიკამენტი „სიმფენოლი“ – შექმნილი სპეციალურად პატარებისთვის ახალშობილობის ასაკიდან.