2022 წლის 18 ივნისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პროფ. ა. ხომასურიძის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომლის ფარგლებში თანამედროვე რეპროდუქტოლოგიის მიღწევები და პერსპექტივები იქნა განხილული.
სამეცნიერო ნაწილის დასრულების შემდეგ, ღონისძიებაზე შედგა დოკუმენტური ფილმის პრემიერა, სახელწოდებით „არჩილ ხომასურიძე“ და წიგნის „ჩემი გზა“ პრეზენტაცია.
კონფერენცია პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის, ასევე საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის ეგიდით და ფარმაცევტული კომპანია „არტფარმას“ მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა პროფ. არჩილ ხომასურიძე.