2018 წლის 21 სექტემბერს ფარმაცევტული კომპანია არტფარმას მონაწილეობით “Radisson Blu Iveria”-ს საკონფერენციო დარბაზში საქართველოს ალცჰაიმერის ასოციაციის ეგიდით გაიმართა ასოციაციის პრეზენტაცია, რომელიც მიეძღვნა ალცჰაიმერის საერთაშორისო დღეს. ღონისძიების მიზანი ალცჰაიმერით დაავადებულ პირთა დროული გამოვლენა, მხარდაჭერა და საზოგადოებაში დაავადების მიმართ ცნობიერების ამაღლება იყო.