walmark 10 tslis

 ახალი წლის დღესასწაულს, თან ახლავს ტრადიციულად ნოყიერი და მრავალფეროვანი სუფრა  ტკბილეულით, გვიან საათებში კვებით და კალორიებით დატვირთული საკვებით, რაც სერიოზულ დატვირთვას წარმოადგენს ჩვენი კუჭ-ნაწლავისთვის. მუცლის შებერილობა, ყაბზობა, დიარეა და რაც მთავარია, ზედმეტი კილოგრამები. როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად ახალი წლის დღეებში და თავიდან ავიცილოთ წონაში მატება? – ამ თემაზე გვესაუბრება ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი, ლაშა უჩავა.

ლაშა: 

ახალი წლის წინა პერიოდში ქართული სუფრა დატვირთულია ნახშირწლებით მდიდარი საკვებით, ცომეულით, ნიგვზიანით  და სხვადასხვა რთულად მოსანელებელ პროდუქტით. ახალი წლის დღეებში კი ამას ემატება განსაკუთრებით მსუყე და მრავალფეროვანი სადღესასწაულო სუფრა, ეს კი საკმაოდ დიდი სტრესია. ამ პერიოდში ნაწლავებში შეიძლება შემცირდეს მეგობარი ბაქტერიებისა და მათი მონაწილეობით გამომუშავებული ფერმენტების რაოდენობა, რაც საკვების მონელებას ართულებს.

სწორედ ამიტომ, ახალი წლის დღეებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ერთბაშად, დიდი რაოდენობით ცხიმიანი და მრავალფეროვანი საკვების მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან ორგანიზმს დრო სჭირდება, რომ ასეთ დატვირთვას გაუძლოს.

ახალი წლის შემდეგ, ხშირად  უამრავი ადამიანი უჩივის წონის მატებას, მუცლის შებერილობას, გადავსების შეგრძნებას, ყაბზობას ან დიარეას. როგორ უკავშირდება საკვების რაციონის ცვლილება აღნიშნულ ჩივილებს?

ლაშა: დიახ, ამ პერიოდში აღნიშნულ პრობლემებს უამრავი ადამიანი უჩივის და ეს გასაკვირიც არ არის. მოდი, მარტივად ავხსნათ მეგობარი ბაქტერიებისა და კუწ-ნაწლავის მიკროფლორის გავლენა სხვადასხვა პრობლებზე. როცა ვსუბრობთ წონის მატებასა და ზედმეტ კილოგრამებზე, უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ჩვენს ნაწლავში მობინადრე ბაქტერიები გავლენას ახდენენ ჩვენს მადაზე, თუ რამდენ კალორიას ავითვისებთ და როგორ მოვინელებთ მიღებულ საკვებს. ნაწლავის მიკროფლორა ჩართულია მაძღრობისა და დანაყრების ჰორმონების, კორტიზოლისა და ინსულინის დონის რეგულირებაში, აკონტროლებს საკვებიდან მეტაბოლიზმისთვის აუცილებელი ნივთიერებების ათვისებასა და სინთეზს, ასევე ცილების, ნახშირწყლების, ცხიმების, შაქრისა და სხვადასხვა მავნე ნივთიერების დაშლას. კვლევებით დადასტურებულია, რომ ნაწლავის ჯანსაღი მიკროფლორა გვიცავს ჭარბი წონის, ვისცერალური „მუცლის“ ცხიმის ჭარბი განვითარებისაგან, ზედმეტი კალორაჟის ათვისებისაგან და ხელს უწყობს ჯანსაღი წონის შენარჩუნებას. შესაბამისად, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ კუჭ-ნაწლავის მიკროფლორაზე.

რაც შეეხება მუცლის შებერილობას, გადავსების შეგრძნებას, ყაბზობასა და დიარეას, ნაწლავის მიკროფლორა მიღებული საკვების მონელებისა და ნაწალვის პერესტალტიკის ანუ მოქმედების რეგულირებით აღადგენს დეფეკაციის პროცესს და იცავს ყაბზობისა და დიარეისაგან, ასევე გვიცავს ნაწლავებში მავნე აირების დაგროვებისაგან და აადვილებს უკვე დაგროვილი აირების გამოდევნას – ახდენს შებერილობის, კოლიკის, მუცლის გადავსების კუპირებას. ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა ისეთი მდგომარეობებით, როგორებიცაა: არაბალანსირებული, არაჯანსაღი კვება, სტრესი,  რაციონის ცვლილება და დიეტაც თავისებური სტრესია ორგანიზმისთვის, სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები, მედიკამენტები და ა.შ. იწვევს დისბიოზს – ანუ ამცირებენ ნაწლავში მეგობარი ბაქტერიების რაოდენობას. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ დისბიოზი მჭიდროდ უკავშირდება ჭარბი წონის – სიმსუქნის, მეტაბოლური სინდრომის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სხვა მრავალი დაავადების განვითარებას.  სწორედ ამიტომ, როგორც მარხვის – ასევე დიეტებისა და ზოგადად, რაციონის ცვლილების დროს, ჩემს პაციენტებს ხშირად ვურჩევ ნაწლავის მიკროფლორის აღდგენას პრობიოტიკების გამოყენებით.

რობიოტიკები ახსენეთ, არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები პრობიოტიკების შესახებ? 

ლაშა: დიახ, პრობიოტიკები თანამედროვე მედიცინის აქტუალური საკითხია და ბევრი საყურადღებო ნიუანსია მათ ირგვლივ. ჩემს პრაქტიკაში აქტიურად ვიყენებ „ბიოპრონ 9 პრემიუმს“, რომელიც ევროპაში უკვე 20 წელია წარმოდგენილია და მზადდება ყველა საერთაშორისო რეკომენდაციის სრული დაცვით. აი, რას ვგულისხმობ: ნაწლავში დაახლოებით 50 მილიარდამდე ბაქტერიის საშუალოდ 150 შტამი ანუ ოჯახი ცხოვრობს, ამიტომ მათი რაოდენობრივი ზრდის ხელშეწყობისთვის აუცილებელია, რომ პრობიოტიკში თოთოეული ბაქტერიული შტამი 1 მილიარდზე მეტი იყოს. „ბიოპრონ 9 პრემიუმის“ ყოველი კაფსულა კი შეიცავს 10 მილიარდი ცოცხალი ბაქტერიის 9 შტამს, ანუ დღეში 2 კაფსულა ნაწლავის მიკროფლორას ამდიდრებს 20 მილიარდი მეგობარი ბაქტერიით.  ასევე, მნიშვნელოვანია ბაქტერიების შემადგენლობა, რადგან რეკომენდებულია, რომ პრობიოტიკში შედიოდეს ზუსტად ის ბაქტერიები, რომლებიც შეესაბამება ჯანსაღ მიკროფლორას და მოქმედებს ზუსტად იმ პრობლემაზე, რომლის გამოც პრეპარატს ვიღებთ. „ბიოპრონ 9 პრემიუმში“ შემავალი ბაქტერიები შესწავლილია გენეტიკურ დონეზე და ხასიათდება მოქმედების ფართო სპექტრით. თუ ვსაუბრობთ ჭარბი წონის პრევენციაზე, კლინიკურად დადასტურებულია, რომ ,,ბიოპრონ 9 პრემიუმში“ შემავალი 4 ბაქტერიული შტამის კომბინაცია  ამცირებს ვისცერალური (მუცლის) ცხიმის განვითარების რისკს, ხელს უწყობს წელისა და ბარძაყის გარშემოწერილობის შემცირებას და სხეულის ჯანსაღი წონის შენარჩუნებას. ასევე იდეალურია „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ დისბიოზის პროფილაქტიკისა და საკვების მონელების ხელშეწყობისთვის, რადგან შემადგენლობა ზუსტად შეესაბამება ნაწლავის ჯანსაღ მიკროფლორას, შესაბამისად, ახდენს დისბიოზის, შებერილობის, ყაბზობის, დიარეისა და სხვა შემაწუხებელი სიმპტომების კუპირებას. პრობიოტიკები მგრძნობიარეა კუჭის მჟავე გარემოს მიმართ და ადვილად იღუპებიან, ამიტომ „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ წარმოდგენილია მაღალტექნოლოგიური კაფსულით, რომელიც უზრუნველყოფს ბაქტერიებს სიცოცხლისუნარიანობასა და ნაწლავის კედელზე ოპტიმალურ კოლონიზაციას – დასახლებას.  მარტივად რომ ვთქვათ, „ბიოპრონ 9 პრემიუმი“ 2 კაფსულა დღეში კვების დროს  დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ საახალწლო სუფრას, ხელი შეუწყოთ ნოყიერი საკვების მონელებას,  გაატაროთ დღესასწაულები ბედნიერებმა, შემაწუხებელი ჩივილების გარეშე, და, რაც მთავარია, აირიდოთ თავიდან ზედმეტი კოლოგრამები.