ქრონიკული ვენური დაავადება ძალიან გავრცელებულია. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ექიმებთან ჩივილებით მისული 100 პაციენტიდან ეს დაავადება 60-70 პაციენტს აღენიშნება. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრის დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კონსტანტინე ყიფიანი აღნიშნულ საკითხზე გვესაუბრა:
ეს არ არის რთული, სასიკვდილო დაავადება, ამავე დროს, ის მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხარისხს. მთავარი არსი დაავადებისა მდგომარეობს შემდეგში: ორთოსტატიკურ მდგომარეობაში, ქვედა კიდურებისკენ გადინებული გადამუშავებული სისხლი გულმა უნდა ამოტუმბოს, რისი სრულყოფილი შესაძლებლობაც მას არ აქვს. ამიტომაც ვენურ სისხლძარღვებში არის სარქველები, რომლის ფუნქციაა (ან დანიშნულება), რომ შეაჩეროს ვენური ნაკადის უკუდინება, რაც ხელს უწყობს ვენური სისხლის ნაკადის სრულყოფილ ადინებას. ქვდ სწორედ სარქველების უკმარისობაა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო არ იხურება ბოლომდე და როგორც წესი, ქვემო კიდურებში იქმნება სისხლის გულისკენ ადინების პრობლემა.
სტატისტიკური მონაცემებით ქვდ ფართოდ გავრცელებული დაავადებაა და უფრო ხშირია ქალებში. სხვა რისკ-ფაქტორებთან ერთად, ამის მიზეზი შეიძლება გახდეს ორსულობა და ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი ჰორმონული დისბალანსი, კერძოდ, პროგესტერონის სიჭარბე ვენის სარქველების უკმარისობას იწვევს.
რა სიმპტომებით შეიძლება გამოვლინდეს ქვდ?
ქვდ პროგრესირებადი დაავადებაა. ადრეულ ეტაპზე ის კლინიკური ნიშნების გარეშე, მხოლოდ სიმპტომებით გამოვლინდება. პირველი სიმპტომი ქვემო კიდურებში დაღლილობის შეგრძნებაა, რომელიც დასვენების შემდეგ გაივლის. დაავადების ნიშნებია: ტკივილი, შეშუპება, სიმძიმე ქვედა კიდურებში, ქავილი, წვა. შემდეგ ეტაპზე ჩნდება ვიზუალურად ვარიკოზულად გაგანიერებული ვენები. დაავადების შორს წასულ შემთხვევებში ტროფიკული წყლულები ვლინდება.
რა არის ამ დაავადების გამომწვევი რისკ-ფაქტორები?
დატვირთული გენეტიკა, ჭარბი წონა, ასაკი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესი, ორსულობა, ადრეული მომწიფება, ცხელი კლიმატი. ქვდ სეზონური დაავადებაა და ის განსაკუთრებით ზაფხულშია თვალსაჩინო.
შესაძლებელია თუ არა დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?
აქტიური ცხოვრების წესი არის მთავარი პროფილაქტიკური საშუალება, რათა არ განვითარდეს ქვდ. ქვდ-ს მკურნალობა ფარმაკოთერაპიული, კომპრესოთერაპიული და ქირურგიულია. ხვედრითი წონა, დაავადების ადრეული სტადია, როგორიცაა „მძიმე ფეხების“ სინდრომი, პრაქტიკულად შეადგენს 60-70 პროცენტს დაავადების მთელ სტრუქტურაში. პაციენტები, რომელთაც აქვთ მხოლოდ სიმპტომები და არა ქვდ-ის ხილული ნიშნები, აუცილებლად საჭიროებენ მკურნალობის დაწყებას – ერთი მხრივ, შემაწუხებელი სიმპტომების მოსახსნელად და პაციენტის ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და მეორე მხრივ, დაავადების პროგრესირების აღსაკვეთად. უმნიშვნელოვანესია ცხოვრების სტილის შეცვლა: რეგულარული ფიზიკური აქტივობა; ხანგრძლივად ჯდომის ან დგომისაგან, თავის შეკავება; უნდა მოვერიდოთ მაღალქუსლიანი ან ბრტყელძირიანი ფეხსაცმლის, ასევე მჭიდრო ტანსაცმლის ტარებას. ვენოაქტიური მედიკამენტები ყველაზე ხშირად გამოსაყენებელი მეთოდია ქვდ-ის მართვისათვის.
რა სტადიაზე უნდა მივიღოთ მედიკამენტები?
მედიკამენტებს ადამიანი უნდა ღებულობდეს ნებისმიერ სტადიაზე, სიმპტომების შესამცირებლად და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად (მაგალითად, ცხელ სეზონზე). ერთ პრეპარატში სჯობს თავმოყრილი იყოს რამდენიმე კომპონენტი, რომელიც იმოქმედებს მიკროცირკულაციის, ტონუსის გაუმჯობესებასა და შეშუპების მოხსნაზე. ჩატარებული მრავალრიცხვოვანი კვლევებით დადასტურებულია, რომ “ვარიქსინალი” ამ მხრივ გამორჩეული, ბუნებრივი კომპონენტების შემცველი უსაფრთხო საშუალებაა, რომელსაც არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები.
ვარიქსინალს გააჩნია ორმაგი ეფექტი: ერთდროულად ვენოტონურიც და ვენოპროტექტორულიც. მხოლოდ 1 აბი დღეში – სამკურნალო და ხანგრძლივი მოქმედებით; სწრაფად ხსნის ქვედა კიდურების შეშუპებას, ტკივილს, სიმძიმის, ქავილის და წვის შეგრძ- ნებას; აფერხებს დაავადების გამწვავების პროცესს და აჩქარებს ვენური წყლულების შეხორცებას; რეკომენდებულია ქრონიკული ვენური დაავადების ნებისმიერ სტადიაზე.
ამ დაავადებისას აღინიშნება: შეშუპება, ქავილი, ტკივილი, ჰიპერკერატოზი. სხვადასხვა მიზეზის გამო, ადამიანმა შეიძლება ვერ მიიღოს წამალი აბების სახით და მნიშვნელოვანია, რომ არსებობს იგივე შემადგენლობის “ვარიქსინალის გელი”, რომლის კანიდან შეღწევადობაც მაღალი და ეფექტიანია. “ვარიქსინალის” აბის და გელის შემადგენელი კომპონენტების კომბინაცია ეფექტურად ხსნის ქრონიკული ვენური უკმარისობით გამოწვეულ პრობლემებს, გვაძლევს სწრაფ და ხანგრძლივ შედეგს.