საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე ცნობილი ევროპული ვიტამინებისა და მინერალების ბრენდი „ვიტრუმი“ დაბრუნდა

ცნობილი ევროპული ვიტამინებისა და მინერალების ბრენდი „ვიტრუმი“ საქართველოში დაბრუნდა. ბრენდი ქართველი მომხმარებლისთვის დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ხელმისაწვდომი, მასზე მოთხოვნა კი სააფთიაქო ქსელში ამ დროის განმავლობაში არ შეწყვეტილა. 

„ვიტრუმის“ შემოტანა ფარმაცევტულმა კომპანია „არტფარმამ“ გერმანულ საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანია STADA-სთან თანამშრომლობით მოახერხა. ვიტრუმი განახლებული ასორტიმენტით იქნება წარმოდგენილი ყველა სააფთიაქო ქსელში.

“მოხარული ვართ, რომ „არტფარმა“ წარმოადგენს საქართველოში „ვიტრუმს“. ევროპულ ბრენდს 20-წლიანი გამოცდილება აქვს და მაღალი ცნობადობა ჩვენს ქვეყანაშიც. იყო დრო, როცა მხოლოდ ორი დასახელების ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი იყო ცნობილი და ერთ-ერთი სწორედ „ვიტრუმი“. მნიშვნელოვანია, რომ „ვიტრუმი“ განახლებული ფორმით, შეფუთვებით და მრავალფეროვანი ასორტიმენტით იქნება ხელმისაწვდომი და დააკმაყოფილებს ნებისმიერი ასაკის ადამიანის საჭიროებებსა და მოთხოვნებს ვიტამინებისა და მინერალების მიმართ“, – აცხადებს ფარმაცევტული კომპანია „არტფარმას“ დამფუძნებელი და დირექტორი, ლიკა ლობჟანიძე.

„ვიტრუმები“ მსოფლიოს ფარმაცევტულ ბაზარზე წარმოდგენილი იყო მულტივიტამინური კომპლექსებით, თუმცა, თანამედროვე მედიცინის განვითარებასთან ერთად, აქტუალური გახდა ზოგიერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის ვიტამინისა და მინერალის მონოკომპონენტური, ანუ ერთკომპონენტიანი შემადგენლობა. სწორედ ამიტომ „ვიტრუმის“ ბრენდს დაემატა სუფთა სახის D ვიტამინი სხვადასხვა ყველაზე ხშირად გამოყენებადი და მოსახერხებელი ფორმებით.