
სამთვიანი პაუზის შემდეგ, პროექტი„Liveმედი“ უამრავი აქტუალური თემითა და განახლებული ფორმატით ბრუნდება.
ჩართვების ფარგლებში, ყოველ სამშაბათს და პარასკევს, კომპანია „არტფარმას“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, წარმოგიდგენთ წამყვანი ექიმების რჩევებსა და რეკომენდაციებს მნიშვნელოვან თემებზე.
„Liveმედის“ საშუალებით, კომპანია „არტფარმა“ ზრუნავს მომხმარებლის ჯანმრთელობაზე და ცდილობს, პროექტის ფარგლებში მიაწოდოს ამომწურავი, სასარგებლო ინფორმაცია სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, წამყვანი სპეციალისტებისგან.